
„მიხეილ მესხის" სტადიონი დროებით დაიხურა. ამის შესახებ, ოფიციალურ განცხადებას სფფ-ს ვებ-გვერდი აკეთებს, სტადიონის დახურვის მიზეზად კი, 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის სტადიონის სრულ რეაბილიტაციას ასახელებს. ამ მიზეზით, ეროვნული ლიგის მატჩებს „საბურთალო" რუსთავში, „ლოკომოტივი" კი, საგურამოს ბაზაზე ჩაატარებს.
აღნიშნული ჩემპიონატისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე, სრული სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარება როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში. „გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, მოწესრიგდება არენის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გასახდელები. სტადიონზე განახლდება VIP ზონა და მედია ტრიბუნა" - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მთავარ არენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩატარდება მიხეილ მესხი 2-ზეც, სადაც შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება ტრიბუნა და გასახდელები.
ევროპის ყველაზე მასშტაბური ასაკობრივი ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა" დაამტკიცა. სამუშაოების შესრულებას, მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარს შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. საერთო ჯამში, ჩემპიონატისთვის, კეთილმოეწყობა 12 ობიექტი.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპის 19-წლამდეთა ჩემპიონატისთვის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონს. მანამდე კი, უეფა-ს სუპერ თასის მატჩისთვის „დინამო არენას".
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








