თბილისის გრან-სლემამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება
თბილისის გრან-სლემამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება
15.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

3-5 ივნისს თბილისში, ტრადიციული ძიუდოს პრესტიჟული ფორუმი ჩატარდება. თბილისის გრან-სლემზე მონაწილეობის სურვილი დღევანდელი მონაცემებით, უკვე გამოთქვა 33 ქვეყნის წარმომადგენელმა. 13 მაისს ოფიციალურად, თბილისურ გრან სლემში მინაწილეობაზე განაცხადი იაპონელმა სპორტსმენებმაც გააკეთეს, რაც აღნიშნული ტურნირის ისტორიაში (გრან პრის ტურნირებიდან მოყოლებული) პირველად ხდება.

ძიუდოს სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ თბილისი გრან პრი, პირველად 2014 წელს ჩატარდა. იაპონელები კი, საქართველოს დედაქალაქს ბოლოს, 2013 წელს სტუმრობდნენ, როდესაც, თბილისის ძიუდოს ტურნირს, ევროპის ღია პირველობა ერქვა. თბილისი 2022 წლის გრან სლემზე კი, იაპონიის გუნდი 5 ჯუდოიკათი, 5 წონით კატეგორიაში ეცდება მედლების მოპოვებას.


IJF-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისურ ტურნირზე, საქართველომ 38 სპორტსმენზე, მათ შორის 28 ვაჟსა და 10 ქალზე გააკეთა განაცხადი. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი და წონაში ლიდერ პოზიცებზე მყოფი ქართველი ძიუდოისტბის გვერდით, ძალებს ბევრი ახლაგაზრდა სპორტსმენი გამოცდის, რაც მათ, გაზრდაში აუცილებლად დიდ როლს ითამაშებს.