
დღეს, ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ, სსჟა სრული დატვირტთვით მუშაობას აანონსებს. თუმცა, მანამდე პროტოკოლით გათვალისწინებულ დღის წესრიგს იცავს და გასული წლის ფინანსურ ანგარიშსს დამაკმაყოფილებლად აფასებს.
„გასული წელი კოვიდპანდემიის გამო ერთგვაროვანი არ იყო და ამ გასაგები მიზეზის გამო ძალიან ბევრი სპორტული ასპარეზობა გაუქმდა, გადაიდო ან შეზღუდულ ვითარებაში ჩატარდა. შესაბამისად, ასოციაციის აქტივობაც ამ ფაქტორის გამო საგრძნობლად შეფერხებული იყო. ამის მიუხედავად, შესაძლებლობის ფარგლებში საკმაოდ ნაყოფიერი საქმიანობა გაიშალა - გამოიცა ახალი წიგნები, გაგრძელდა ტელეპროექტი - „ქართული სპორტის ლეგენდები", ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და 1 საერთაშორისო მედიატურნირი, სპორტული მედიის წარმომადგენლებს ასოციაციის მხრიდან აღმოეჩინათ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. საერთო ჯამში, ასოციაციის კონფერენციამ 2021 წელს გაწეული საქმიანობა შეაფასა დამაკმაყოფილებლად", - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო წერილში.
პოსტკოვიდურ ცხოვრებას კი, სსჟა განახლებული წესდებით დაიწყებს, რომელიც ასოციაციამ, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად შეიმუშავა. წესდება, უახლოეს ხანში ოფიციალურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში გაივლის.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სსჟა-მ დააანონსა, ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღებაა. კერძოდ, დღეს კონფერენციაზე შეკრებილი სპორტული მედიის ნაწილს, აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტი, ნათია კობალაძემ შავიზღვისპირულ ორგანიზაციაზე, გეგმებზე და სსჟა-სთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
აქვე გეტვით, რომ 2 ივლისს, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს, სსჟა რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.





ჩვენ








