ლუბა გოლოვინა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის მზადებას აგრძელებს
ლუბა გოლოვინა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის მზადებას აგრძელებს
16.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბატუტზე მხტომელებმა, 2022 წლის იანვრიდან ახალი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ათვლა და შესაბამისად, ქულების დაგროვება დაიწყეს.

ამ სახეობაში, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ლუბა გოლოვინა, რომელიც ტრავმისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, საშეჯიბრო ცხოვრებას დაუბრუნდა, მისთვის მორიგი ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადება. გოლოვინა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საორგანიზაციო რგოლის კურიოზული დაუდევრობის გამო არ მოხვდა, მიმდინარე თვის ბოლოს, მსოფლიოსა და   ევროპის ჩემპიონატებში მიიღებს მონაწილეობას.


„მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტრავმა მივიღე, ბატუტიდან გადმოვვარდი და ხელი დავიზიანე. საბედნიეროდ, ოპერაციას გადავრჩი, მაგრამ ხელი, ჯერ კიდევ იშლება და მოხვრაც მიჭირს. თუმცა, ვარჯიში დავიწყე და ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები", - ამბობს გოლოვინა TSFF.GE-სთან საუბარში.


32 წლის ლუბა გოლოვინა, 27-29 მაისს და შემდეგ, 1-5 ივნისის ჩათვლით, იტალიურ რიმინიში, ბატუტზე ხტომაში  ჯერ, მსოფლიოს, შემდეგ კი, ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.