„ნიკე“ და „ლანჩხუთი“ ქალთა ლიგას ლიდერობენ
„ნიკე“ და „ლანჩხუთი“ ქალთა ლიგას ლიდერობენ
02.04.2018
ავტორი:

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა 31 მარტს ქვეყნის 4 ქალაქაში. თბილისში, მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „მართვე", „შატილის" სტადიონზე „ნორჩი დინამოს" გოგონათა გუნდს დაუპირისპიდა.

მატჩში, ქუთაისელებმა გახსნეს ანგარიში. ესეც და მომდებნო გოლიც ამ ტაიმში სალომე გასვიანმა გაიტანა  და შესვენებაზეც ჰენდიკაპით გავიდა. თუმცა, მეორე ტაიმში „ნორჩმა დინამომ" მობილიზება და მატჩის გადარჩენა მოახერხა. დინამოელთაგან მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში   ნინო ჭუჭულაშვილმა შეამცირა. მეორე გოლი კი, 11-მეტრიანით ეკა ხარაიშვილის ანგარიშზეა. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.


 

უხვგოლიანი გამოდგა მეორე დაპირისპირება თბილისში, რომელიც ტექნიკურ ცენტრ „ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. გათამაშების დებიუტანტი თბილისის „ნიკე", რომელიც პირველობის დაწყებამდე თვენახევრით ადრე შეიქმნა „ხაშურს" დაუპირიპირდა. შეხვედრა ხაშურელთათვის არასახარბიელოდ წარიმართა და არა, მხოლოდ საბოლოო ანგარიშიდან გამომდინარე. ხაშურელებმა ჯერ იყო და იძულების გამო, მეკარე შეცვალეს, რომელმაც ტრავმა მიიღო და შემდეგ, შეცვლაზე გამოსული მეკარის მინდვრის მოთამაშით ჩანაცვლება მოუხდათ.  მასპინძლებმა კი ხაშურელებისთვის გოლები არ დაინანეს და 8 გაუტანეს. მატჩიც „ნიკეს" გამარჯვებით 8-0 დასრულდა. გოლები კი ნინო პასიკაშვილმა, ანასტასია ბოლქვაძემ, მეგი ეჯიბიამ, სოფო ნარსიამ და 2-2 ამალი ხანდაზიანმა და მაიკო ბებიამ გაიტანეს.


3 ტურის შემდეგ, გათამაშებას 9 ქულით, სწორედ თბილისის „ნიკე" ლიდერობს, რომელსაც, მხოლოდ გატანილი გოლების სიმცირის გამო ჩამორჩება ქსკ „ლანჩხუთი". გურულების ანგარიშზე 3 ტურის შემდეგ 9 ქულა და 11 გოლია.  მე-3 ტურის შეხვედრაში ლანჩხუთელებმა, მარტვილში, ხობის „კოლხეთი" 0-6 დაამრაცხეს.

„ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია. ფაქტია, რომ 3 თამაშდან, სამივეს მოგება შევძელით. ინტენსიურად ვვარჯიშობთ, რადგან გეგმაში ჩემპიონატის მოგება გვაქვს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წინა სეზონთან შედარებით, მართლა უკეთეს ფორმაში ვართ", - ამბობს ნინი ჩხარტიშვილი, „ლანჩხუთისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.

სატურნირო ცრხილში „ნიკესა" და „ლანჩხუთის"  3-4 ადგილებზე, შემდეგ 7-7 ქულით „მართვე" და „ნორჩი დინამო" არიან.  3 ტურის შემდეგ კი, ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას 5 გატანილი გოლით ქუთაისის „მართვეს" ფეხბურთელი სალომე გასვიანი ლიდერობს. ერთნაირად, 4-4 გოლი აქვს გატანილი რამდენიმე გუნდის ფეხბურთელს ლანა გორგაძეს („მართვე"), ეკა ხარაიშვილს („ნორჩი დინამო"), თამრიკო სალუქვაძეს („ლანჩხუთი).


ამ ტურის დანარჩენ 2 შეხვედრაში, „ჩხოროწყუმ" სახლში, 6-0 სძლია გორის „გორი იუნაიტედს", ხოლო ბათუმში, ბათუმის „დინამოსა" და „თბილისის თბილისის" შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

ქალთა ლიგაზე მომდენო ტურის 4 მატჩი ხუთშაბათს 5 აპრილს გაიმართება. ამ ტურის მე-5 შეხვედრის.  „მართვესა" და „ნიკეს" შორის, თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.