
ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთვარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ახალი სანაკრებო ციკლის დაწყებამდე მედიას შეხვდება. 2 ივნისს ჩვენი გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის ახალ გათამაშებას იწევს და საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით უწევს ასპარეზობა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებს 10 დღეში, ოთხი შეხვედრის გამართვა უწევს და აქედან პირველის და მეოთხეს სახლში.
ბუნებრივია, აღნიშნული ციკლის დროს გამოძახებული ფეხბურთელების საჭიროებაზე, სანიოლი მედიასთანაც ისაუბრებს, მანამდე კი, სფფ-ს სანაკრებო გვერდზე გამოქვეყნებული შემადგენლობების შემდეგ, ალბათ, აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ ნაკრებში ოთარ კიტეიშვილი ბრუნდება, თუმცა, ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძე. საერთო ჯამში, ივნისის თამაშებისთვის სანიოლიმ 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო", ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე („დინამო", დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო", ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი", დანია). ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში", ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია („გაგრა", საქართველო), მამუკა კობახიძე („დინამო", ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო", ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი", ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („დინამო",ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია („რაკუვი", ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („ვისლა", კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე („უიპეშტი", ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი", ბელგია).
სანიოლის გუნდი ივნისის შეხვედრებისთვის 24 მაისიდან, თბილისში შეიკრიბება. პირველ შეხვედრას, უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე" ჩაატარებს. ამის შემდეგ, ჩვენი გუნდი, 4-დღიან შუალედში ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს - 5 ივნისს, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს კი, ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.





ჩვენ








