ფიბა მსოფლოს შესარჩევზე ჩამოყალიბდა, ევრობასკეტზე, ჯერ ვერა
ფიბა მსოფლოს შესარჩევზე ჩამოყალიბდა, ევრობასკეტზე, ჯერ ვერა
19.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიბა-ს ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრების დაშვება, არდაშვების საკითხი ჯერ არ განუხილავს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანო მას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ოკუპანტი ქვეყნის ნაკრებს, ამ საკალათბურთო ფორუმზე, საქართველოს ნაკრების ჯგუფში და თანაც თბილისში უწევს თამაში. თუმცა, ჩვენ იმედს, ვიტოვებთ, რომ ფიბა-ევროპა, არც გამონაკლისს დაუშვებს და არც ოკუპანტი რუსეთი ჩამოვა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ჩვენს ჯგუფში, პარტნიორი ქვეყნის თურქეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები, ესპანეთი, რომელთანაც მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი შეხვედრა გვიწევს და ავადსახსენებელი რუსეთია. რომლის ხილვა, არა გუნდის სიძლიერის, არამედ, მთელი რიგი ბევრი სხვა მიზეზის გამო, ამ ქვეყანაში არ გვინდა.

მანამდე კი, გემახსოვრებათ, რომ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები, ასევე ამ ქვეყნების ყველა კლუბი ფიბა-მ საერთაშორისო ტურნირებს 1 მარტს ჩამოაშორა. დღეს კი. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ზუსტად განსაზღვრა ის პროცედურები, თუ როგორ გაგრძელდება მიმდინარე საერთაშორისო სანაკრებო ტურნირები მათ გარეშე.


 მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოც და რუსეთიც უკვე ოფიციალურად იყვნენ მეორე ეტაპზე გასულები,  გაერთიანებულ ჯგუფში ერთმანეთთან უწევდათ თამაში. მას შემდეგ, რაც  რუსეთი ტურნირიდან მოიკვეთა, ოთხგუნდიანი H ჯგუფში დარჩენილი სამივე ნაკრები - იტალია, ისლანდია და ჰოლანდია შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამას გარდა, ჯგუფის ყველა წევრთან რუსეთის ჩატარებული თამაშების შედეგები ანულირდა და იტალიას, ჰოლანდიას და ისლანდიას მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშებ მატჩებში მოპოვებული ქულები გადაჰყვებათ.


სწორედ, ამ სამეულს დაემატება G ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები - ესპანეთი, საქართველო და უკრაინა. შესაბამისად, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო, I ჯგუფი. აქ, ფიბა-მ პარიტეტის დაცულობის მიზნით, ოფიციალური წესებით გათვალისწინებული მეთოდი გამოიყენა და G ჯგუფიდან გასულ გუნდებს (ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია) გაუუქმა იმ გუნდთან მოპოვებული ქულები, რომელიც ამ ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს (უკრაინა, ან ჩრდ. მაკედონია).


შესაბამისად, მეორე, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში ყველა მონაწილეს ქულები ჩატარებული თანაბარი მატჩებიდან ექნებათ აღებული.  როგორც იცით, პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფ გუნდებს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან.


აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დარჩენილ 2 მატჩს, რომელსაც საქართველო 1 ივლისს, უკრაინასთან (ლატვიაში) და 4 ივლისს, ესპანეთთან (თბილისში) გამართავს.