
ბევრი სასიამოვნო სიახლე, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალ შესარჩევ ციკლს უძღვის წინ - ეს იყო ანონსი დღეს, „შერატონში" გამართული პრეს-კონფერენციის დასრულებისას, რომელიც ტრადიციულად, ვილი სანიოლიმ საწვრთნელი შეკრების წინ გამართა. შეკრებას კი, საქართველოს ფეხბურთელა ეროვნული ნაკრები 24 მაისიდან დაიწყებს.
ერთ-ერთი პირველი სიახლეთაგანი, სასტუმრო „სტამბაში" 18 მაისს მოწერილი ხელშეკრილებაა სფფ-საა და საქართველოს ბანკს შორის. ხუთწლიანი კონტრაქტის მიხედვით, 2026 წლამდე, აღნიშნული ბანკი, ჩვენი ნაკრების პარტნიორი გახდა. ცოტა უფრო ადრე კი, საქართველოს ნაკრების ტექნიკური პარტნიორი სპორტული სამოსის მწარმოებელი „მაკრონი". 2022 წლის იანვარში, აღნიშნულ ფირმასთან ხელშეკრულების გაფორმებისას, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან, ჩვენს გუნდს, „სპეციალური ფორმა" ექნება, „რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული"-ო, აღნიშნა მაშინ კობიაშვილმა.
![]() |
![]() |
თუმცა, სიურპიზები სიურპრიზებად და ჩვენ, ახალი შესარჩევი ციკლის წინ, უპირველესად, გუნდის მზადყოფნა გვაინტერესებს. საქართველოს ნაკრები, მარტის ამხანაგური შეხვედრების შემდეგ, 29 ფეხბურთელის შემადგენლობით, მომავალ კვირაში შეიკრიბება. ბუნებრივია, თითოეული მატჩის განაცხადში 23 მათგანი მოხვდება. ირკვევა, რომ სანიოლი ყველა ფეხბურთელს პირადად გაესაუბრა და თბილისში, შეკრებაზე შესულებს, ყველას საკუთარი ფუნქცია და მათდამი მოლოდინები ეცოდინება.
შეკრების დაწყებამდე კი, პირველი „სიურპრიზი", უკვე ტრადიციად ქცეული შეკრებამდე ცვლილება აღმოჩნდა. ვილი სანიოლიმ, უკვე დაანონსებული გიორგი ქვილითაია, ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის" ქართველი ლეგიონერით ბექა მიქელთაძეთი ჩაანაცვლა. „ქვილითა" კუნთის ტრავმის გამო ივნისის თამაშებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. „მან რამდენიმე კვირის წინ მიიღო ტრავმა, თუმცა მისი გამოძახება დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან, რაზეც დათანხმდა და სამწუხაროდ, ახლა გაუმწვავდა. მას იმდენად უყვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომ მზად იყო საკუთარი ჯანმრთელობა გაერისკა. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში კვლავ დაგვეხმარება", - ამბობს სანილი და ქვილითაიას თემას, ამავე პათოსით, პრეს-კონფერენციის განმავლობაში ბევრჯერ დაუბრუნდება.

„მე წავიკითხე მიკელ არტეტას საინტერესო ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ ტოპ-კლასის ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშაონ, ბევრი უნდა იბრძოლო და ამის შემდეგ, დაუთმონ ადგილი ინდივიდუალიზმს", - ამბობს სანიოლი და დასძენს, რომ მოსაზრებას ის სრულად ეთანხმება. ამ კონტექსტში, სანიოლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე და გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. როგორც ჩანს ქართველთა ფრანგი მწვრთნელი, ამ ორი ფეხბურთელის ინდივიდუალიზმს დიდად აფასებს, თუმცა, არის „რაღაც", რაც ვილის არ აწყობს. ფრანგი, ამ ორი ფეხბურთელისგან უფრო მეტის მოლოდინშია.
„ჩაკვეს" მიმართ, რომელსაც თითქმის არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, ნაკრებში გამოძახებით, სანიოლიმ, მის მიმართ მხარდაჭერასა და დახმარებას გაუსვა ხაზი. ალბათ, გახსოვთ, რომ ადრინდელ პრეს-კონფერენციებზე სანიოლიმ „ჩაკვესთან" დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა. მიუხედავად ამისა, ჩაკვეტაძე სანაკრებო განაცხადში არის. რაც შეეხება, მიქაუტაძეს, სანიოლიმ აღნიშნა, რომ ისევე, როგორც „ჩაკვეს" ისიც, „მნიშვნელოვანი მოთამაშე არის ნაკრებისთვის, ბევრი კარგი თვისებით", მაგრამ მან უნდა გააანალიზოს, სანიოლი და ნაკრები მისგან რას ელის. თუმცა, ისევე, როგორც ჩაკვეტაძემ.
![]() |
![]() |
ვის ენდობა სანიოლი გიორგი ლორიას თუ, გიორგი მამარდაშვილს? ეს არის, პირადად ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილი და ბოლო წლების მანძილზე ყბადაღებული თემა, რომელიც, ალბათ კითხვა-კითხვისთვის უფრო გაიჟღერებს ხოლმე პრეს-კონფერენციებზე ჩემი კოლეგების ერთი ნაწილის (და ტრადიციულად ერთი და იგივე ხალხისგან) მხრიდან, ვიდრე თავად ფაქტი, თუ ვინ დადგება საქართველოს ნაკრების კარში. არადა, მეკარის პოზიციაზე, წინა შესარეჩევ ციკლში, როტაცია ხშირი იყო. თუმცა, ვლადიმირ ვაისის მსგავსად, ამ საკითხში, ვილი სანიოლიც იგივე მოსაზრებაზეა.
„ლორია გამოცდილია, მაგრამ მამარდამ აჩვენა ამ ბოლო თამაშებში, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია... ლორია არასდროს გამაოცებს! მამარდა, ალბანეთთან თამაშის შემდეგ, ბულგარეთთან უკეთესად გამოიყურებოდა. გუნდში არის კონკურენცია ამ პოზიციაზე, ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. გიბრლატართან და მომდევნო 4 თამაშში, ვინ იქნება კარში, ამ ეტაპზე არ ვილაპარაკებ. გუნდში მყავს სამი მაღალი დონის მეკარე", - ამბობს სანიოლი.
ისე, ამ თემას თუ კიდევ განვავრცობთ, სხვა პოზიციის მოთამაშეთაგან განსხვავებით, მეკარე, ის გამონაკლისია, რომელიც ყველაზე გვიან „ღვინდება", ამასთან, საკლუბო და სანაკრებო მეკარეებიც, ფსიქოლოგიური კუთხით, დიდად განსხვავებულია და ხშირ შემთხვევაში, „მაჭარს", „დაღვინებული" გონება ჯობნის ხოლმე. ასეა, ლორია-მამარდაშვილის საკითხშიც. რაც შეეხება, ნაკრებში გამონთავისუფლებულ „8"-იანის პოზიციას და განიხილავს თუ არა, ჯაბა კანკავას შემცვლელად, სამწვრთნელო შტაბი ოთარ კიტეიშვილს, სანიოლიმ ასე უპასუხა:
![]() |
![]() |
„კიტე", ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის. გამოცდილი, ბევრი კარგი თვისებით. კარგია, რომ ის დაბრუნდა გუნდში. კიტეს, რამდენიმე პოიზიციაზე შეუძლია თამაში. ჩემთვის, ეს მნიშვნელოვანია - გყავდეს ფეხბურთლელი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. დავაკვირდებით, რამდენად მოახერხებს ადაპტაციას. მას დრო დასჭირდება, რომ ფორმაში ჩადგეს. მის პოზიციაზეც მოგვიანებით ვიტყვით", - ამბობს სანიოლი.
ეს ის ძირითადი საკითხები, რის შესახებაც დღეს, ყურადღების გამახვილება, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო. და ბოლოს, ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფთან დაკავშირებით, სანიოლის აზრით, ფავორიტი ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, გუნდი, რომელმაც იტალიის ნაკრები საქმის გარეშე დატოვა და მანამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური ხელიდან ააცალა.
„ჩვენს ჯგუფში გიბრალტარი, ალბათ, აუტსაიდერად მიიჩნევა, ბულგარეთს საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს. ბოლო დროს არ ჰქონდათ კარგი შედეგები, თუმცა ახალი თაობა საკმაოდ დიდ დახმარებას უწევს და მომავალში ეს გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ამ გუნდმა იტალია დაამარცხა და ამ მომენტისთვის ჩვენი ჯგუფის ყველაზე ძლიერ გუნდად მიიჩნევა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენც მივაღწიეთ გარკვეულ სტაბილურობას და რამდენად მზად არის გუნდი იმისთვის, რომ გაამართლოს გულშემატკივრის მოლოდინი, შეკრების დაწყების შემდეგ გამოჩნდება", - ამბობს სანიოლი.

სწორედ ჩრდ. მაკედონიასთან ქართველი გულშემატკივარი რევანშის მოლოდინშია. რამდენად შედგება ეს რევანში, თანაც ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, ამას დრო გვიჩვენებს. საქართველოს ნაკრები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის ოთხი კალენდარული შეხვედრისთვის 24 მაისიდან, 29 ფეხბურთელის შემადგენლობით (ერთი ცვლილებით) შეიკრიბება.
#ეროვნულინარები #ერთალიგა
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს 2 იმიჯი





ჩვენ














