ტულონის საერთაშორისო ტურნირს ქალ მსაჯთა 12 ბრიგადა მოემსახურება
ტულონის საერთაშორისო ტურნირს ქალ მსაჯთა 12 ბრიგადა მოემსახურება
21.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მომავალი ჩემპიონების საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ფრანგულ ტულონში ტარდება, საფუძველს 1967 წლიდან იღებს და სისტემატურად, სიახლეებით არის დატვირთული, მორიგი ახალი ამბავია. წლების მანძილზე, ამ ტურნირს, რომელშიც 20-წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ, ისეთი ფეხბურთელების სახელები უკავშირდება, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი,  ჟან-პიერ პაპენი, ხრისტო სტოიჩკოვი, დანი ალვეში, დევიდ ბეკჰემი და სხვები არიან. 2008 წლიდან ტულონის ტურნირში მონაწილეობის უფლება ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებებსაც დართეს. ამჯერად კი, ყურადღების ცენტრში მსაჯები მოექცევიან.

ტურნირის ორგანიზატორებმა, ფიფა-სთან თანამშრომლობით გადაწყვიტეს, რიგით 48-ე ტურნირზე, რომელიც 2022 წლის 29 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით ჩატარდება მსაჯობის ახალ ეტაპს ჩაუყარონ საფუძველი. პირველად, ვაჟთა შორის ასაკობრივი ეროვნული ნაკრებების ტურნირს, ქალ მსაჯთა 12 ბრიგადა მოემსახურება. მსაჯები, არიან 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის (ტარდება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში) კანდიდატი ბრიგადები და შესაბამისად, მათ ფიფა-ს წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდებიან.  საერთო ჯამში, ტულონის ტურნირზე, 26 მატჩი ჩატარდება.


ფეხბურთში, ქალთა ჩართულობის  და ქალთა შორის, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადების მიზნით, ფიფა-მ სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ გამონაკლისი დაუშვა და 6 ქალი საფეხბურთო-ჩინოვნიკი, ყატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოფიციალურად, მაღალ პოზიციებზე მიავლინა.


რაც შეეხება ტულონის მოახლოებულ ტურნირს, ქალი მსაჯები, საერთო ჯამში 36 მასჯი 21 ქვეყნიდან, სამი კვირის მანძილზე, იმას გარდა, რომ მატჩებს მოემსახურებიან, დაესწრებიან სემინარებს, გაანალიზებენ მატჩებს და მოკლედ, უფრო სერიოზული, რანგით მაღალი თამაშებისთვის მოემზადებიან.


შეგახსენებთ, რომ უეფა-მ 2019 წელს ფრანგ ქალ მსაჯთა ბრიგადას სტეფანი პრაფარდის ხელმძღვანელობით, უეფა-ს სუპერ თასის მატჩის განსჯა მიანდო. ახლა კი, ჯერი ფიფა-ზეა და გამოცდა, ქალ მსაჯთა 12 ბრიგადას ელის.