
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შემდეგ, სად გააგრძელებენ კარიერას, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ანატოლი ბოისა და გიორგი ცინცაძე, ჯერჯერობით უცნობია.
„სეზონის დასრულების შემდეგ, მქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი. თუმცა, გაირკვა, რომ ისინი ჩემს გუნდში დატოვებას არ გეგმავედნენ. ახლა, სანაკრებო პაუზაა და საკლუბო ამბებზე ჯერ ვერ ვფიქრობ, თუმცა, რეალობაა, რომ ამ ეტაპზე უგუნდოდ ვარ. სად და რა პირობებში გავარძელებ თამაშს, ჯერჯერობით არ ვიცი. ვიცი, მხოლოდ, რომ თბილისში მინდა დარჩენა" - ამბობს ტოლი ბოისა.
„ახალი სეზონიდან, „ქუთაისში" აღარ ვითამაშებ. ეს ვიცი, ამ ეტაპზე დანამდვილებით. ჯერ არ გადამიწყვეტია სად დავიწყებ ახალ საკლუბო სეზონს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, კარიერა უცხოეთში გავაგრძელო" - აბობს გიორგი ცინცაძე.
შეგახსენეთ, რომ ანატოლი ბოისა „ქუთაისის" შემადგენლობაში 3 წელი თამაშობდა. ამ დროში ის გუნდთან ერთად ერთხელ ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ საქართველოს თასის, და ერთხელაც საქართველოს სუპერთასის მფლობელია. რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს ის „ქუთაისთან" ერთად ერთხელ ფლობდა საქართველოს თასს.





ჩვენ








