
ტირანას ფიცარნაგზე, სადაც ძალოსანთა საიუბილეო, ევროპის რიგით მე-100 ჩემპიონატს მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
შოთა მიშველიძემ მისთვის ახალ - 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში დებიუტშივე მედლები მოიპოვა, ამასთან - სამივე ხარისხის. მომავალმა მედალოსანმა ატაცში 142 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი მიიღო, აკვრაში დაძლეული 165 კილოგრამით კი - ბრინჯაო. მიშველიძეს ორჭიდის ჯამში 307 კილოგრამი დაუგროვდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ამავე წონაში მედალთან ახლოს იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი გოგა ჩხეიძე, რომელმაც ორჭიდის ჯამში 296 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ერთი დღით ადრე გოდერძი ბერდელიძემ (55 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართული გუნდი აღნიშნულ ჩემპიონატზე, საერთო ჯამში 11 სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მონაწილეთა შორის არის ანასტასია გოტფრიდი, რომელიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, ოჯახთან ერთად კიევის სიახლოვეს იმყოფებოდა და იქ, შეძლებისდაგვარად აღნიშნული ტურნირისთვისაც ემზადებოდა. თბილისში კი, 21 მაისს ჩამოვიდა და სანაკრებო შეკრებას შეუერთდა.
31 მაისი 22:00 სთ (73 კგ.) - კახი ასანიძე2 ივნისი 19:00 სთ (89 კგ.) რეზი დავითაძე3 ივნისი 22:00 სთ. (96 კგ.) - ირაკლი გობეჯიშვილი4 ივნისი 16:00 სთ (102 კგ.) - ირაკლი ჩხეიძე4 ივნისი 19:00 სთ (109 კგ.) - გიორგი ჩხეიძე4 ივნისი 22:00 სთ. (87 კგ,) - ანასტასია გოტფრიდი5 ივნისი 18:00 სთ. (+109 კგ.) - ლაშა ტალახაძე





ჩვენ








