
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართული გუნდის ყულაბაში, უკვე 7 მედალია. დღეს, ჩვენი გუნდის სახელოვანი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილმა, კახა ასანიძემ, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა, ატაცში, 144/150 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. აკვრაში კი, თავი 172/176 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა. საბოლოო ჯამში, 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში, 326 კილოგრამი მოაგროვა და ვერცხილს მედალს დაეპატრონა.
აღსანიშანვია, რომ მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ატაცში, საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც თავადვე შარშანდელ ევროპის შემპიონატზე დაამყარა. ამას გარდა, კახი ასანიძემ მის მიერ მოგებულ მედლებს უკვე, დიდების ევროპული მედლებიც შემატა.
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრები ხვალიდან ისევ განაახლებენ ასპარეზობას შემდეგი განრიგით:
2 ივნისი 19:00 სთ (89 კგ.) რეზი დავითაძე
3 ივნისი 22:00 სთ. (96 კგ.) - ირაკლი გობეჯიშვილი
4 ივნისი 16:00 სთ (102 კგ.) - ირაკლი ჩხეიძე
4 ივნისი 19:00 სთ (109 კგ.) - გიორგი ჩხეიძე
4 ივნისი 22:00 სთ. (87 კგ,) - ანასტასია გოტფრიდი
5 ივნისი 18:00 სთ. (+109 კგ.) - ლაშა ტალახაძე

და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 3 დღის ჯამში გიორგი ასანიძის გუნდმა 7 მედალი მოიპოვა.
55 კგ - გოდერძი ბერდელიძე / ატაცი, ვერცხლი
67 კგ - შოთა მიშველიძე / ატაცი - ოქრო, აკვრა - ბრინჯაო, ორჭიდი - ვერცხლი
73 კგ - კახი ასანიძე / ატაცი - ვერცხლი, აკვრა - ბრინჯაო, ორჭიდი - ვერცხლი
ძალოსნობის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








