ქალთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია

01.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
უეფა-ში ქალთა შორის ასაკობრივი ნაკრებების წილისყრა გაიმართა. 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2022-23 წლის სეზონის „ა" და „ბ" ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები „ბ" ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ზედა, „ა" ლიგაში გადასასვლელად ბელარუსის, ლუქსემბურგის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ჯგუფიდან, საუკეთესო და მეორეადგილოსანი გუნდები, მომდევნო სეზონიდან, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები კი, კვლავ „ბ" ლიგაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, „ა" ლიგაში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს.





ჩვენ








