
თემურ ნოზაძემ, ზედიზედ მეორედ თბილისის გრანდ სლემის მოგება მოახერხა. -60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ჯუდოკასთვის კონკრეტული ტურნირი „მშობლიური" გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ფინალიც ქართული გამოდგა, ნოზაძემ დამატებით დროში, 07:48 წუთზე გიირგი სარდალიშვილთან აღებული ვაზარით, ტიტულის მოგება მოახერხა.
შეეძლო მოეგო ოქრო, -66 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი თუთაშვილსაც, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო, ფინალში ვერ იასპარეზა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, მანამდე, ქართულ 1/2 ნახევარფინალში მან ვაჟა მარგველაშვილის დამარცხება მოახერხა. შესაბამისად, ვაჟამ ბრინჯაოს მედლისკენ გაიწია და მოიგო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა შიდოთი დაიწყო, შემდეგ ვაზარი გაუუქმეს, მარგველაშვილმა ბრაზილიელი მეტოქის იპონით დამარცხება მოახერხა,
გოლდენ სქორში მოიგო თბილისის გრან სლემის ბრინჯაო ეთერ ლიპარტელიანმაც. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიის შემქმნელმა ბადეში, ჯერ უკრაინელი დარია ბოლოდიდი დაამარცხა, შემდეგ კი, ყაზახ სევარა ნიშანბაევას სძლია და 1/2 ფინალში, კორეელ მიმი ნუმთან დამარცხდა, რომელიც საბოლოოდ თბილისის გრან სლემის გამარჯვებულიც გახდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, სტარტი „თბილისის გრან სლემმა" აიღო. ტრადიციულ და პოპულარულ შეჯიბრში, წლეულს საქართველოს 39 წარმომადგენელი მონაწილეობს. ასპარეზობის პირველ დღეს, ქართული გუნდის სათვალაშვი 5 მედალი აღმოჩნდა. მათ შორის 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და ორიც ბრიჯნაოს ყალიბის.
ხვალ, ქართული გუნდიდან ტატამზე 11 ქართველი იასპარეზებს.
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი;
-81კგ ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ლევან გუგავა, დიმიტრი გოჩილაიძე;
-63კგ რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი;
-70კგ ინდირა სილაგაძე;
შეგახსენებთ, რომ ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს და გრან სლემზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტის საშუალებით, ისე ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე.
ფოტო: ემანუელე დი ფელიჩიანტონიო / IJF





ჩვენ








