საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
03.06.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

რიმინიში (იტალია) მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა ევროპის 28-ე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უძლიერეს გუნდებს შორის ისტორიულ წარმატებას მიაღწია.


ჩვენმა ოთხეულმა - ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა ფინალში ასპარეზობის უფლება პირველი ადგილით მოიპოვეს, გადამწყვეტ ეტაპზე კი  ესპანეთს მცირედით ჩამორჩნენ და ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს. მესამე ადგილზე გავიდა გერმანია.