საქართველოსთვის და უკრაინისთვის გოტფრიდმა თითო მედალი მოიგო
საქართველოსთვის და უკრაინისთვის გოტფრიდმა თითო მედალი მოიგო
05.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნაკრებს სათვალავს მორიგი მედლები მიემატა. ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს, სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. თავდაპირველად, ფიცარნაგზე, 102 კგ. წონით კატეგორიში საქართველოს ნაკრების წევრთაგან  ირაკლი ჩხეიძე გამოვიდა. ირაკლიმ,  ატაცში 163, 168 და 171 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ აკვრისას, ქართველ სპორტსმენს ტრავმამ თავი შეახსენა, 202კგ მაინც დაძლია, რამაც მას მე-5 ადგილზე გასვლის შანსი, ორჭდში კი, 373 კგ-ით მე-4 ადგილზე გავიდა.

დღევანდელ დღეს კი, პირველი მედალი კი, ქართულმა გუნდმა 109 კგ. წონით კატეგორიაში აიღო.  საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ ატაცში 167, 171 და 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მანვე, აკვრაში,  ჯერ 205, შემდეგ კი, 210 კგ. დაძლია და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდის ჯამში,  გიორგიმ 384 კგ-ით, ვერცხლის მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივ ტურნირებს თუ არ ჩავთვლით, გიორგისთვის ეს, ევროპის ჩემპიონატზე მოგებული პირველი მედლებია.


მართალია, პირველი ცდა არ ჩაუთვალეს და შემდეგ, უკრაინის დროში სამკლაურიც მოახსნევინეს, თუმცა, ეს გარემოება საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელი ანასტასია გოტფრიდისთვის არ ყოფილა ზედმეტი ნერვიულობის საბაბი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში, რუსული აგრესიის შემდეგ, გოტფრიდი, კიევის მიდამოებში, მცირეწლოვან შვილთან ერთად სარდაფში ცხოვრობდა, სადაც შეძლებისდაგვარად ვარჯიშობდა კიდეც, ტურნირის ორგანიზატორთა მხრიდან, ჩვენთვის გაუგებარი ეს კაზუსი, ნასტასთვის უფრო სტიმულის მიმცემი გახდა.


87 კგ. წონით კატეგორიაში, გოტფრიდმა ატაცში, 106 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში, თავი 125/ 129კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში კი, 235 კილოგრამით დააგროვა და კიდევ ერთ ბრინჯაოს დაეუფლა. აქვე, ალბათ, აღსანიშნავია, რომ აკვრაში მესამეადგილოსანმაც იგივე წონა ასწია რაც ანასტასიამ, თუმცა, ძალოსნობის წესების მიხედვით მედალი მას ენიჭება, ვინც წონა პირველმა დაძლია.


ხვალ, 5 ივნისი 18:00 საათიდან, ასპარეზობას  ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) დაიწყებს. შესაბამისად, ხვალ მედლების მორიგ და უმაღლესი ხარისხისას ველით, რეკორდებთან ერათად.