
საქართველოს ძიუდოისთტა ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე რეკორდული 14 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 5 -ოქრო, 4 - ვერცხლი, 5 -ბრინჯაო, 4 - მეოთხე ადგილი და 3-იც მეშვიდე ადგილი, საერთო ჯამში, თბილისის გრან სლემის მონაწილე 39 ქართველი სპორტსმენიდან, 21-მა ძიუდოისტმა, ჩვენი გუნდისთვის ქულების მოტანა მოახერხა და საერთო ჯამში საქართველოს პირველი გუნდური ადგილიც არგუნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ გრან სლემის მედალოსნები, ორი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა - ეთერ ლიპარტელიანია და სოფიო სომხიშვილი. სხვათა შორის, თუკი ეთოსგან ჯუდოს ქართველი ქომაგი მედალს გარამტირებულად ელოდა, სომხიშვილმა ტურნირზე მცირე ტრავმის მიუხედავად იასპარეზა, რათა გოგონათა გუნდი ყველა წონით კატეგორიაში ყოფილიყო წარმოდგენილი.
+78კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილმა რეპეშაჟში ლიეტუველი სანდრა იაბლონსკიტე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ლეა ფონტაინს უნდა შეხვედროდა, თუმცა სომხიშვილის მოწინააღმდეგე ტატამზე არ გამოცხადდა და ქართველმა ქალმა ჯოდოკამ გრან სლემებზე პირველი მედალი მოიპოვა.

თბილისის გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღეს კი, ქართული გუნდის ყულაბაში პირველი მედალი ბექა ღვინიაშვილმა ჩადო. -90კგ წონით კატეგორიაში, მედლებისთვის ბრძოლა სამ ქართველს შეეძლო - ბექასთან ერთად, გიორგი პაპუნაშვისა და უშანგიმარგიანს. თუმცა, მარგიანმა რეპეშაჟში დათმო და მდელებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. აი, მისმა დამმარცხებელმა კი, მესამე ადგილისთვის გზად, კიდევ ერთი ქართველი, გიორგი პაპუნაშვილი დატოვა მედლის გარეშე.
თავის მხრივ, პაპუნაშვილმა, 1/2 ფინალი ბექა ღვინიაშვილთან, დამატებით დროში ჰანსოკუ-მაკეთი წააგო და ვერცხლის მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. ბექამ კი, ფინალში უნგრელი კრისტიან ტოტი გვარიანად დაჩაგრა და საბოლოოდ ჰანსოკუ-მაკეთი დაამარცხა. ბექა ღვინიაშვილის მოგებული მედალი ქართული გუნდისთვის, რიგით მესამე ოქრო იყო.

მედლის გარეშე დარჩა -100კგ წონით კატეგორიაში ქართული ძიუდოს მომავალი, ილია სულამანიძე. თავდაპირველად, სულამანიძე, 1/2 ფინალში გიორგი ბერიაშვილთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი, როგორ ჩანს ხასიათი ვერ გამოიკეთა და გერმანელ დანიელ ჰერბსთანაც მარცხი იწვნია. ბერიშვილი კი, ფინალში, ონისე სანებლიძეს შეხვდა, რომელმაც ფინალამდე გზა, მეორე რაუნდიდან დაიწყო და სტაბილუარად გაიარა. ფინალში კი, 21 წამში, ულამაზესი იპონით, თბილისის გრან სლემის ოქროს მედალი, ქართული გუნდისთვის, რიგით მეოთხე მედალი მოიპოვა.

ბოლო ორი მედალი საქართველოს ნაკრებს მძიმეწონოსნებმა მოუმატეს. +100კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოგება მოახერხა. ბოლო ორთაბრძოლაში, მან, 1/2 ფინალიდან, დაქვეითებული ონისე ბუღაძე დაამარცხა. ზედიზედ მეორედ თბილისური გრან სლემი კი, გელა ზაალიშვილი მოიგო. ფინალში, გელამ მალევე მოახერხე ვაზარის აღება, თუმცა, კიდევ ცოტან ხანში უზბეკი ალიშერ უსუფორი ულამაზესი გდებით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლიბელი გახდა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ათვლამდე, რომელიც ბუდაპეშტის გრან სლემიდან დაიწყება, ჯოდოიკებს ერთი შეჯიბრიღა რჩებათ. იმედია, თბილისური გრან სლემი, ჩვენი ათლეტებისთვის სასიამოვნო წარმატებასთან ერთად, კარგი მოსამზადებელი ტურნირიც გამოდგა.





ჩვენ








