ლუბა გოლოვინას ევროპული ვერცხლი მოურჩენელი ტრავმების ფონზე
ლუბა გოლოვინას ევროპული ვერცხლი მოურჩენელი ტრავმების ფონზე
06.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იტალიურ რიმინიში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში. ქართული გუნდისთვის ის, წარმატებული გამოდგა. ჩვენი გუნდის სათვალაშვი მოხვდა მედლები, როგორ დიდების, ასევე იუნიორთა კატეგორიაში. ქართული გუნდის ყველაზე გამოცდილმა ლუბა გოლოვინას, რომელმაც ფინალში ჩინებულად იასპარეზა, ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ქართული სპორტის მოყვარულებს ემახსივრებათ, რომ ლუბას, კარიერაში ტრავმები მიეწყო. შესაბამისად, ჩვენს ბატუტზე მხტომელს, არც თუ მარტივად მოუხდა მედლის მოგება. ასპარეზობის დასრულების შემდეგ, TSFF.GE დაუკავშირდა ლუბას და რიმინის სტარტები შეაფასებინა, სადაც, სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო თასის ეტაპი უძღვოდა.


„პირველი შეჯიბრი, რომელიც რიმინიში ჩატარდა მსოფლიო თასი იყო. იქ, ნახევარფინალში შეცდომა დავუშვი და შემდგომ ეტაპზე ვერ გავედი.  ევროპის ჩემპიონატზე კი, ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ. ყველა კატეგორიაში გვაქვს მედალი, რაც ძალიან სასიხარულოა.


ევროპის ჩემპიონატზე ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, როგორც იცით ტრავმები მქონდა. ბოლოს, იდაყვის ტრავმას თიაქარიც დაემატა, რამაც სრულყოფილ ვარჯიშში ხელი სერიოზულაც შემიშალა. ვვარჯიშობდი, ექიმების მეთალყურეობით, გამაყუჩებლებით. ვციდლობდი ფორმის შენარჩუნებას. ძალიან რთული იყო. შეჯიბრზეც, სასურველ ფორმაში ვერ ვიყავი, მაგრამ შევძელი ბრძოლა და შრომა დაგვიფასდა. 




სიმართლე გითხრათ, იმდენად დავიღალე ყოველდღიურად მედიკამენტების თანხლებით ვარჯიშისგან, რომ ცოტა „დასვენება" გადავწყვიტე. ვიმკურნალებ. იდაყვი აუცილებლად უნდა მოვირჩინო, რადგან ბოლომდე ვერ ვშვლი და ვხრი. მისახედია თიაქარიც. თვის ბოლოს, კვლავ მსოფლიო თასის ეტაპია, თუმცა, ამ მიზეზების გამო რამდენად მოვახერხებ გამოსვლას ჯერ არ ვიცი. უფრო შორეულ გეგმებს რაც შეეხება, დავიწყებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას და ჩემი პროგრამის სრულყოფილ შესრულებაზე ვიმუშავებ", - ამბობს ლუბა გოლოვინა.


უფროსებს შორის, ლუბასთან ერთად, ფინალში ანანო აფაქიძემაც იასპარეზა და მე-7 ადგილი დაიკავა.


აქვე გეტყვით, რომ პირად პირველობაში წარმატებას მიაღწია იუნიორთა გუნდის წარმომადგენელმა მარიამ რაგიმოვამ, რომელსაც ჩემპიონობამდე ასევე ნაბიჯი დააკლდა და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.




და ბოლოს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა ასევე გუნდურში ოთხეულის - ლუბა გოლოვინას, ანანო აფაქიძის, თეონა ჯანჯღავას და სოფიო დაშნიანის მიერ დაკავებული მეორე ადგილი, სინქრონულ ხტომებში თეონა ჯანჯღავას და ანანო აფაქიძის ბრინჯაოს მედლები და იუნიორებში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილის მიერ სინქრონულ ხტომებში მოპოვებული ჩემპიონობაც.




სტატიაში გამოყენებულია ფოტოები ლუბა გოლოვინას სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან