მშრალი კარი მე-12-ეს დახმარებით - ჩრდ. მაკედონიელები, დახმარებისთვის ქომაგებს რაზმავენ!
მშრალი კარი მე-12-ეს დახმარებით - ჩრდ. მაკედონიელები, დახმარებისთვის ქომაგებს რაზმავენ!
08.06.2022
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

არაფერი დადებითი - ასე აფასებს ერთა ლიგის ახალი ციკლისას ჩატარებულ ორ შეხვედრას ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი და ისევე როგორ საქართველოს ნაკრები ყველა თამაშში ახალ გამოწვევას ხედავს. მედიასთან ტრადიციულ მატჩისწინა შეხვედრისას საუბრობს, ამჯერად, საკმაოდ განსვავებულ საქართველოს ნაკრებთან უწევს თამაში, გუნდთან, რომელმაც, სახლში, ბულგარეთს 5-2 მოიგო.

„ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს ხვალინდელ თამაშთან არანაირი კავშირი არ აქვს და არ მსურს, მასზე ბევრი საუბარი. საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. თუმცა, ხვალინდელი თამაშის შედეგი ჩვენზეც არის დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდიც იტყვის თავის სათქმელს. ინდივიდები გუნდში დიდ როლს ასრულებენ, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და სწორედ ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამ ეტაპზე ჩემს გუნდს მეტს ვერ მოვთხოვ", - ამბობს მილევსკი


ერთად-ერთი, რაზეც ჩრდ. მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი იმ და ახლანდელ საქართევლოს ნაკრებებს შორის სხვაობას ხედავს არის ქართველთა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, გუნდის ახალი ხედვა და აქედან გამომდინარე ელის მოულოდნელობებს. თუმცა, ისევე, როგორც მაშინ, მისი გუნდი, მინდორზე, ახლაც მოსაგებად გავა.


„მინდა, რომ სტატიონი სავსე იყოს. ეს ჩვენი გუნდისთვის, დამატებითი სტიმული იქნება. სტიმული გუნდისთვის, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ სახლში თამაშობს. ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა. მათ მოიგეს ბულგარეთში, 5-2, შეიძლება ეს, არც არაფერს ნიშნავს, რადგან ბულგარეთისგან განსხვავებით, სხვა თამაშის მოლოდინი მაქვს", - ამბობს ჩრდ. მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი.


სავსე სტადიონი უნდა სტოლე დიმიტრიევსკისაც, ჩრდ მაკედონის კარის მცველს. ასე უფრო კარგად შე ვინახავთ მშრალად კარს, აღვნიშნავთ ჩვენს კარგ თამაშსა და წარმატებასო.


„საქართველო ძალიან ძლიერი გუნდი, კარგი მოთამაშეები ჰყავს. ბულგარეთთან ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ყველა თამაში განსხვავებულია და ხვალ რა მოხდება, ვნახოთ. მე ყველა თამაშისთვის ერთნაირად ვემზადები. საქართველო საგრძნობლად გაძლიერდა ჩვენთან თამაშის შემდეგ, უფრო მეტ გოლს იტანს და დაცვაშიც უკეთ თამაშობს, მაგრამ ჩვენ ვიცით საკუთარი შესაძლებლობებ. ვიცი, რომ ჩემს წინ ძლიერი დაცვა დგას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გამოვავლენთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ", - ამბობს დიმიტრიევსკიმ.


ჩრდ. მაკენდონიელენის გუნდის განწყობით და შემართებით თუ ვიმსჯელებთ, მათ იციან ხვალ რა გუნდთან უწევთ თამაში, იციან საიდან მოდის ამ გუნდის, საქართველოს ნაკრების ძალა. აქვთ გეგმები, როგორ შეაჩერონ ეს ძალა და თუკი, მწვრთნელის ყველა იდეას გავითავისებთ, მაშინ საქმე საჩვენოდ დამთავრდებაო.


შეგახსენებთ, რომ სკოპიეში, უეფა-ს ერთა ლიგის C4  ჯგუფის მესამე შეხვედრა, ტოდორ პროესკის სახელობის არენაზე თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



ჩრდ. მაკედონიის ფებურთის ფედერაციის ფოტო