100 ქართველი არ არის სახუმარო საქმე!
100 ქართველი არ არის სახუმარო საქმე!
10.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არ ვიცი, სხვას როგორ, მაგრამ პირადად მე, კიდევ დიდხანს გამყვება ჩრდ. მაკედონიის მიერ ჯიბიდან ამოღებული ევრო 2020-ის საგზური, მწარე მოგონებად. გამომდინარე იქიდან, რომ სპორტში მუშაობის მრავალწიანი გამოცდილებით ვიცი, რა დიდი ძალა აქვს ქომაგობას, იმ თამაშზე, მე-12-ე, თუნდაც, 100 ქომაგი, „დინამო არენის" მე-17 სექტორში დიდ საქმეს გააკეთებდა. თუმცა, ახლა ის ფურცელი გადაშლილია და „ქომაგების" ტრიბუნა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად, ახალ ისტორიულ თავს წერს. ყოველ შემთხვევაში, უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი გათამაშებისას, სამი ტურის შემდეგ, ჩვენი გუნდი, ქულების მაქსიმუმით 12 ქულით, C4 ჯგუფს უდგას სათავეში.

მესამე შეხვედრაა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი, ყველა შესაძლებლობისას მადლობას უხდის, ქომაგებს მხარდაჭერისთვის, რომლებიც ზოგი ნაკრებან ერთად ჩარტერული რეისით, უფრო დიდი ჯგუფი კი, ავტობუსით, ახლა თბილისისკენ მოიჩქარის, რათა 12 ივნისს, კვლავ მე-17 სექტორში იდგეს და ახლა, „დინამო არენადან" გაამხნეოს საკუთარი გუნდი, უეფა-ს ერთა ლიგის ივნისის საკმაოდ დატვირთული კალენდრის ბოლო შეხვედრისას.


ვიდრე, ქომაგთა ბოლო ჯგუფი სკოპიედან სახლში გამოეშურებოდა, ჩვენ TSFF.Ge, მათ ლიდერს, ბექა ნოზაძეს, აეროპორტში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ქომაგთა „თავგადასავალი" ეამბა.


„ნაკრების საგულშემატკივროდ, ორი ჯგუფი იყო წასული. ერთ თვითმფრინავით, მეორე ავტობუსით. საკმაოდ გრძელი და დამღლელი გზა გავიარეთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენმა ჩასვლამ და ჩვენმა თავგანწირვამ, საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ 100 ადამიანი ვიყიავით, მეტოქე გუნდის გულშემატკივარი, ორივე თამაშზე, ცხადია, ჩვენზე მეტი იყო, ნაკრებს და ჩვენს ფეხბურთელებს, ნამდვილად არ უგრძვნიათ ის, რომ სტუმრად თამაშობდნენ. ჩვენ, მაქსიმუმი გავიღეთ ტრიბუნაზე და ყველას ვაჩვენეთ, გავაგონეთ ჩვენი ხმა - თუ, ვინ ვართ, როგორი გულშემატკივრობა ვიცით.




ვფიქრობ, რომ ამ ჩვენმა მხარდაჭერამაც, საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო. ბიჭებმა იგძნეს ჩვენი გვერდში დგომა და მათაც საპასუხოდ, კარგი თამაშით, მადლობა გადაგვიხადეს. ორი ძალიან მაგარი და უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები, დღეს, მართლა ფორმის პიკშია. საუკეთესო თამაშს აჩვენებს და დაწყებული საქმე ბოლომდე, წარმატებით უნდა მივიყვანოთ.


ზოგადად, გულშემატკივრობის თემას რაც შეეხება, ბულგარეთში, შედარებით ცოტა მაყურებელი იყო ვიდრე, მაკედონიაში. სკოპიეში, ბევრი გულშემატკივარი იყო. კარგი პაექრობაც გვგქონდა ტრიბუნაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ დამარცხებული ნამდვილად არ გამოვსულვათ, რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად. ყველა, ბოლომდე დაიხარჯა.


სასწაულად რთული და დამღლელი, გრძელი გზა აქვთ, ავტობუსით წამოსულ გულშემატკივარს. საქართველოდან საერთო ჯამში, წასული 80 ადამიანი ვიყავით. იქ, კი გევმატებოდა 20-მდე ადგილობრივი ქართველი.




უახლოესი თამაში რაც გვაქვს, ბულგარეთთან არის.  ჩვენი ტრიბუნა, ისევ იქნება საბრძოლო განწყობაზე, თანაც ორმაგი და სამმაგი შემართებით. იმიტომ, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება. გამარჯვებით დაწყებული გზა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბულგარეთთან შეხვედრისას, იქნება უფრო მაგარი პერფონმანსები, უფრო მაგარი გულშემატკივრობა და ნაკრებისგანაც ველით უფრო მაგარ თამაშს.


უშუალოდ, გულშემატკივარს შორის დაძაბულობა არ ყოფილა. საკმაოდ ორგანიზებულად, ადგილობრივი პოლიცია იყო ჩართული უსაფრთხოების საკითხების კუთხით. შესაბამისად, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ჩვენ, არც ერთ მასპინძელ ქვეყანაში განსაკუთრებული აგრესიით არ ჩავსულვართ. ჩვენ ჩავედით საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. ვფიქრობ, თავი კარგად წარმოვაჩინეთ. ყველაფრისთვის მზად ვიყავით. 100 ქართველი, არ არის სახუმარო საქმე და თუ აუცილებლობა გახდებოდა, ამას, არა მხოლოდ ტრიბუნაზე, სხვაგანაც ნახავდნენ.


თვითმფრინავი, რომელსაც ქომაგთა ერთი ნაწილი მოყვება, რამდენიმე წუთის წინ, 13:20 წუთზე, სკოპიეს აეროპორტიდან აფრინდა. მეორე ნაწილი კი, სკოპიედან ავტობუსით, ჯერ ჩრდ. მაკედონიის საზღვარს გადმოკვეთავდა, შემდეგ, ბულგარეთს გამოივლიდა და თურქეთის გავლით, თბილისში, სავარაუდოდ ხვალ იქნებიან.




სტატიაში გამოყენებულია ფოტოები ქომაგთა გვერდებიდან