
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, გუშინ, თბლისიში მოხდარი ავარიის დროს დაშავებული ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა.
„ტოდორ ნედელევს, თბილისში მომხდარი მძიმე ავტოავარიის შემდეგ, რომელშიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მოყვნენ, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ნახევარმცველმა, თავის ქალის დაზიანება მიიღო და ექმი შოთა ინგოროყვას მიერ ოპერაცია ჩაუტარდა. ნედელევი ადგილობრივი სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ისევე, როგორც მის ჯანმრთელობას ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევიც აკვირდება.
ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მადლიერებას გამოთქვამს სამედიცინო პერსონალის მიმართ, ისევე როგორც საქართველოში, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და განსაკუთრებით ქალბატონი რალიტა დიმიტროვას მიმართ, ისევე როგორც, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციისადმი.
გისურვებთ, მალე გამოჯანმრთელებას, ტოშკო", - ნათქვამია განცხადებაში.
მეტეხის ხიდის გვირაბმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც ლევან კობიაშვილის განცხადებას ავრცელებს.
„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია, გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა. აეროპორტიდან, სასტუმროსკენ მიმავალ გზაგზე კი, სტუმართა გუნდის ექსკორტი ავტოავარიაში მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან.
დღეს, ბულგარეთის ნაკრები 19:30 წუთიდან, ტრადიციულ მატჩის წინა პრესკონპერენციაზე ქართულ მედიას შეხვდება. 20:00-სთვის კი, მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშებს.
ხვალ, 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის მეოთხე სათამაშო დღეს, დინამო არენაზე, თბლისის დროით 20:00 დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი, თამაშამდე ორი დღით ადრე, ყველა გაყიდული იყო.





ჩვენ








