ჯანსაღი კონკურენცია და გუნდურობა - ვილის გათვლები ივნისის სანაკრებო ფანჯრისთვის
ჯანსაღი კონკურენცია და გუნდურობა - ვილის გათვლები ივნისის სანაკრებო ფანჯრისთვის
11.06.2022
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

გუნდი, რომელიც ერთად იმარჯვებს  და ერთად მარცხდება. შეიძლება ფეხბურთელი მწვრთნელით უკმაყოფილო იყოს, ან პირიქით, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და გუნდიც  მაშინ არის, როდესაც, ყველა მწვრთნელები, ფეხბურთელები, ფედერაცია, პერსონალი ერთად არის.  გუნდი სხვანაირად ვერ იფუნქციონირებსო - მიაჩნია ვილი სანიოილს, რომლის გუნდმა უეფა-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის სამ შეხვედრაში ქულების მაქსიმუმი დააგროვა და ახლა, სრული კმაყოფილებისთვის და აბსოლუტური შედეგისთვის, ივნისის სანაკრებო ფანჯრის ბოლო შეხვედრა დარჩა წარმატებულად ჩასატარებელი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, ხვალ, 12 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე" ბულგარეთის ნაკრებს დაპუირიპსირდება. გუნდს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, რაზგრადში 2-5 მოუგეს. თუმცა, ბულგარეთი ერთადერთი აღმოჩნდა, ამ მჭიდრო კალენდარში გაწერილი მეტოქეენიდან, რომელმაც, საქართველოს ორჯერ გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის ბანაკში არეულობაა, რასაც თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ტოდორ ნედელევიც დაემატა, ქართული გუნდი, მაინც მოკრძალებულია პროგნოზებში.




„მინდა, ტოდორ ნედელევს გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენთვის დიდი შოკი იყო, როცა ეს ამბავი გავიგეთ. ის ჩვენი კოლეგაა და ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ეს ამბავი შეემთხვეს", - ამბობს ვილი სანილო დღეს, „დინამო არენაზე" გამართულ ტრადიციული შეხვედრისას მედიასთან და შემდეგ, ერთი-ერთში საუბრობს თემებზე, რომელი მაისის ბოლოდან ქართულმა მედიამაც და ქართველმა გულშემატკივარმაც, თითქმის დაიზეპირა... შესაძლოა, რაღაც მომენტში გვარები სხვა თანმიმდებრობით სახელდება, თუმცა...


განვლილი თამაშებისა და შეკრების შეფასება


მართლაც იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ამდენ თამაშში წარმატებას მიაღწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან რთული მონაკვეთები გვქონდა, გავიხსენოთ იგივე პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი, ბულგარეთთან 1-4 წაგება და ამის ფონზე ახლანდელი შედეგი რა თქმა უნდა სასიამოვნოა. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ გუნდი მოდუნდეს. 29 ფეხბურთელი გვყავს გამოძახებული, უმეტესობა წინა სამ თამაშში გამოვიყენეთ და აბსოლუტურად ყველამ იდეალურად შეასრულეს ჩვენი დავალებები, რომელიც მივეცით და მჯერა, რომ მომავალშიც მექნება მათი იმედი.


ოფიციალურ მატჩებამდე ერთკვირიანი შეკრება გვქონდა და მოგვეცა იმის საშუალება, რომ სტანდარტულ სიტუაციებზეც გვემუშავა. ამის შესაძლებლობა მანამდე არ გვქონდა. ასევე, უნდა აღინიშნოს ის თავდაჯერება, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე ავლენენ, მათ არ ეშინიათ გარკვეულ რისკებზე წასვლა და შესაბამისად, ეს შეინიშნება თამაშის ხარისხსა და შედეგზე.




კონკურენცია გუნდში


გიორგი წიტაიშვილი ძალიან კარგად ჩაჯდა იმ სისტემაში, რომლითაც ახლა ვთამაშობთ. არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მისთვის მარჯვენა ფლანგი უფრო ბუნებრივი პოზიციაა, ის მარცხნივაც კარგად თამაშობს, ისევე, როგორც ირაკლი აზაროვი და გურამ გიორბელიძე, რომელთაც აგრეთვე მიეცათ თამაშის შანსი. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ამჟამად, მაქსიმალურად შეგვიძლია ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ. აზაროვი არ არის იმედგაცრუებული ან გაბრაზებული, როცა თამაში არ უწევს. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან მახარებს. ოთარ კიტეიშვილს ბოლო დროს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, მაგრამ ის დროში, რომელსაც მოედანზე ატარებს, უაღრესად კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით და სხვა ფეხბურთელებითაც. ეს მენტალობა გუნდში ზოგადად შეიმჩნევა, მოედანზეც აისახება და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორედ ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.


მწვრთნელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ფეხბურთელებს ესმით


გუნდში სამი უმაღლესი დონის მეკარე მყავს. გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში" უმაღლეს დონეზე თამაშობს და ჩემი აზრით, მისი კარში დაყენება არანაირ რისკს არ შეიცავდა, ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო. ირაკლი აზაროვმა ბულგარეთთან მართლაც ძალიან კარგად ითამაშა, ბოლომდე დაიხარჯა და ცოტა დაიღალა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ძალები გამენაწილებინა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გიორგი წიტაიშვილი დამეყენებინა. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს იყო ამ მატჩებში, რომ ძალები გაგვენაწილებინა და ყველამ ფეხბურთელი, ვინც როტაციაში ითამაშა, აზაროვი, წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე და გიორბელიძე კარგად გამოიყურებოდნენ. ფეხბურთელებმა იციან, რომ მწვრთნელს უწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ჩემთვის მთავარია, რომ ყოველთვის სამართლიანად მოვეპყრო მათ, არ არის აუცილებელი, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი იყოს, შესაძლოა ზოგჯერ ვცდები კიდეც, მაგრამ როცა სამართლიანად ვიქცევი, ფეხბურთელებს ესმით, რატომაც ვიღებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.




ნაკლები დრო, ტრიბუნა და რეაქცია - რას აკვირდება ვილი


მიქელთაძე და ჩაბრაძე პირველ სამ მატჩში ტრიბუნაზე იყვნენ, ამის მიუხედავად ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან, რადგან ნამდვილი პროფესიონალები არიან. იმედი მაქვს, რომ ისინი გაგებით ეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებებს, მათთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეეჩვიონ ნაკრებს, გარემოს. ჩემთვის რთულია ამ გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, გვყავს ორი თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ და ამიტომ, ბექასთვის ამ ეტაპზე რთულია შემადგენლობაში მოხვედრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება აუცილებლად წაადგება და ახლო მომავალში თუ ოდნავ მოგვიანებით, მასაც მიეცემა სათამაშო დრო.


ჩაკვეტაძე საუკეთესო ვითარებაში არ არის. გიბრალტართან კარგად ითამაშა და კმაყოფილები ვიყავით, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ მატჩებს ცალკეული ფეხბურთელები არ იგებენ. არც ჩაკვეტაძე, არც კვარაცხელია, არც კიტეიშვილი ან სხვა, არამედ საქართველოს ნაკრები იგებს. ჩემთვის ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ჩაკვეტაძის ამ ორ კვირაში გაკვირვებული დავრჩი, ძალიან კარგად ვარჯიშობდა, კარგად ითამაშა, განაცხადში არ იყო, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე იმყოფებოდა. თუ უნდა, რომ ტოპ მოთამაშე გახდეს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ 2 კვირის დაკვირვებით ის სწორ გზაზეა და ეს პერიოდი შეიძლება მისთვის რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისი იყოს.



და ბოლოს, ტრადიციულ მეტჩისწინა პრესკონფერენციაზე, სანილის ამჯერად ოთარ კიტეიშვილი ახლა. ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მოკრძალებულად ჩანს სანაკრებო ცხოვრებაში, თუმცა, მისი მოედანზე ყოფნისას აუცილებლად შეამჩნევ, ფეხბურთელის მიერ გაწეულ სამუშაოს. ამჯერად, კიტეს, ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ უწევს მინდორზე დაბრუნება. ამასთან, ფეხბურთელს, საკლუბო თამაშებშიც ცოტა დრო მიეცა სათამაშოდ. ამიტომ, ვილიმ კიტეს დატვირთვა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვიტა. ფეხბურთელმა კი, ბოლო შეხვედრაში დამუშავებული სტანდარტიდან, ჩრდ. მაკედონიელებს ულამაზესი გოლი გაუტანა.


„პირველი ტრავმის გამო 6 თვე გამიცდა, შემდეგ დავბრუნდი და მერე ისევ თვენახევარი გამოვტოვე. ამიტომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად 8-9 თვე არ მითამაშია. რთულია პასუხის გაცემა ვარ თუ არა, 90 წუთის სათამაშოდ მზად, მაგრამ ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გავიუმჯობესო ჩემი კონდიცია და იმედი მაქვს, რომ მალე 90 წუთსაც ვითამაშებ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ერთ კვირაში სამი მატჩი მოვიგეთ, გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში ჩვენთან ერთად იყო და ხვალაც სავსე სტადიონს ველოდებით. გუნდში ძალიან კარგი კონკურენციაა, ყველანი მზად ვართ თამაშისთვის. სამი ტურის შემდეგ 9 ქულა გვაქვს და შეიძლება მეტ-ნაკლებად ფავორიტებად ვითვლებოდეთ, მაგრამ ეს საქმე დასასრულებელია. ხვალაც, მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, რადგან ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილისკენ ძალიან დიდ , ნაბიჯს გადავდგამთ", - ამბობს კიტეიშვილი.


და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივნისს, „დინამო არენაზე" საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.