ქართველი ჟურნალისტის ინიციატივა და მოლოდინი
ქართველი ჟურნალისტის ინიციატივა და მოლოდინი
12.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში, ტოდორის გამხნევებას აპირებთ. ეს ღირსეული ჟესტი იქნება"- აღნიშნა გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი ივანოვმა, რომელიც ერთი კვირის თავზე, ბილგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩიდან, გუნდს, თბილისში, ახალი სტატუსით ჩამოუძრვა.

თბილისში, ავტოავარიაში დაზარალებული ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მხარდაშერის იდეა სოციალურ ქსელში დაიბადა. ჩვენმა კოლეგამ სალომე საგინაშვილმა ფეხბურთის გულშემატკივარს, შემდეგი შინაარსის სტატუსით მიმართა:


„მისი სათამაშო ნომრის, ანუ მატჩის მე-8 წუთზე მასიური აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია ახლახანს გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი. როგორც იცით, „დინამო არენაზე" ანშლაგია, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს ჟესტი ღირსეული იქნება ! მოვუწოდებ ყველა სხვა გვერდს, ჩვენი ინიციტივა მათ აუდიტორიამდე მიიტანონ, ასევე, ამ პოსტის გაზიარებით ინფორმაცია ჩვენც, ყველამ გავავრცელოთ", - წერდა სალომე საგინაშვილი.


შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში, როდესაც ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ვარსკვლავა, ჰრისტო სტოიჩკოვმა, ბურთის მიმწოდებელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა, მეორე დღეს, „დინამო არენას" ჰქონდა შესაბამისი რექაცია, როდესაც გუნდები ჰიმნზე იდგნენ. ამჯერად, სხვა ვითარებაა და ბულგარეთის ნაკრებს და კერძოდ, ტოდორ ნედელევს, სუფთა ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე ჩვენი გამხნევება სჭირდება.


ასე, რომ ჩვენი გვედრი, სრულად იზიარებს სალომე საგინაშვილის ინიციატივას და მოუწოდებს ყველას, დღეს, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის მსვლელობისას, მე-8 წუთზე, აპლოდისმენტებით გაამხნეოს თბილისის კლინიკაში მყოფი ბულგარელი ფეხბურთელ ტოდორ ნედელევი, რომელიც ჩვენს მიერ ცოტა ხნის წინ გადამოწმებული ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს. თბილისის კლინიკაში ის, 10 დღეს დაჰყოფს, შემდეგ კი, მედიკოსების გადაწყვეტენ რა გზით მოხდეს მისი ტრანსპორტირება ბულგარეთში. ტრავმის გამო, ფეხბურთელს მინიმუმ 4 თვე გაუცდება.