
„მადლობა ქვეყნის, მშობლიური მხარისა და რაგბის სიყვარულისთვის", - ასე მიმართა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ ლენტეხის მერს გია ონიანს, რომლის პირადი ძალისხმევითა და ხელშეწყობით ლენტეხის რაგბის სტადიონზე 16-წლამდე გუნდი წარმატებით გადის მზადებას.
სახალხო დღესასწაულ ფაყობა-სკალდობაზე ლენტეხში რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი პარმენ მარგველიძეც ჩავიდნენ. გადაწყდა, რომ 100 სტადიონის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ლენტეხში ახალი, თანამედროვე სტანდარტის რაგბის სტადიონი, ტრიბუნები, შესაბამისი სავარჯიშო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა აშენდება, განიხილება საერთაშორისო სარაგბო სპორტული ბაზის მოწყობაც.

"როგორც კი ახალი სტადიონი გვექნება, სპეციალური სასოფლო ტრანსპორტიც ამუშავდება და რაგბით დაინტერესებულ ბავშვებს მუნიციპალიტეტის ყველა სფოლიდან ყოველდღიურად ჩამოვიყვანთ ლენტეხში სავარჯიშოდ, დარწმუნებული ვარ სვანეთი მალე თავის სიტყვას იტყვის ამ სპორტში" - განაცხადა გია ონიანმა.
ფაყობა-სკალდობის დღესასწაულზე ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს სვანურ ჭიდაობა მარკლანში, ასევე დოღში, ცხენით ჯირითსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. ყველა ტურნირში გამარჯვებულებს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ფულადი და სხვა სახის ჯილდოები გადასცა, ხოლო დოღში გამარჯვებულს კვიცი აჩუქა.







ჩვენ








