დ. ყიფიანის თასის ორი მომდევნო ეტაპი განაწილებულია...
დ. ყიფიანის თასის ორი მომდევნო ეტაპი განაწილებულია...
14.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2022 წლის გათამაშება ივლისის დასაწყისში განახლდება. უკვე ცნობილია, რომ თამაშები 6 და  7 ივლისს გაიმართება. ისევე, როგორც წინა ეტაპები და გასული სეზონების გათამაშებები, გამარჯვებულები ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.


გათამაშების ამ, მეორე ეტაპზე, ქვედა ლიგებში მოასპარეზე 24 გუნდი მონაწილეობს. მათ შორის 12 გამარჯვებული კი, 1/16 ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, სადაც უკვე, ლიგა 2-სა და ელიგაში მოთამაშე გუნდებიც ჩაერთვებიან. უკვე ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, 14 გუნდს, 1/8 ფინალში, ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ბათუმის „დინამო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო" დაემატებიან. 1/16 ფინალური მატჩები 7 აგვისტოს გაიმართება.


14 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე და მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.