
საქართველო მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებაში, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ბათუმური კლუბი, განუთესავ კალათაში იყო და ქართული საფეხბურთო წრეებისთვის არც თუ უცხო კლუბს, სკოვაკეთის ჩემპიონს, ვლადიმერ ვაისისა და იქ მოთამაშე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანს" შეხვდება. პირველ შეხვედრას ბათუმელები ბრატისლავაში გამართავენ.
პირველი საკვალიფიკაციო წრის თამაშები 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუკი, ბათუმის „დინამო", ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის გავლას მოახერხებს, ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლებას გაინაღდებს. თუმცა, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ბათუმელთაგან, უფრო მეტის მოლოდინი აქვთ.

აქვე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კალენდარსაც შემოგთავაზებთ:
წინაშესარჩევი 1/2 ფინალები: 21 ივნისი 2022
წინაშესარჩევი ფინალი: 24 ივნისი 2022
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 5/6 და 12/13 ივლისი 2022
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 19/20 და 26/27 ივლისი 2022
მესამე საკვალოფიკაციო ეტაპი: 2/3 და 9 აგვისტო 2022
ფლეი-ოფი: 16/17 და 23/24 აგვისტო 2022
ჯგუფური ეტაპი:
მატჩის დღე 1: 6/7 სექტემბერი 2022
მატჩის დღე 2: 13/14 სექტემბერი 2022
მატჩის დღე 3: 4/5 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 4: 11/12 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 5: 25/26 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 6: 1/2 ნოემბერი 2022
ნოქაუთის ეტაპი:
1/8 ფინალი : 14/15/21/22 თებერვალი და 7/8/14/15 მარტი 2023
1/4 ფინალი : 11/12 და 18/19 აპრილი 2023
1/2 ფინალი : 9/10 და 16/17 მაისი 2023
ფინალი: 10 ივნისი 2023
***
სამი ქართული კლუბი, „დინამო თბილისი", გორის „დილა" და „საბურთალო" სამ კვირაში, უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. აღნიშნული ტურნირის რიგით მეორე გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 7 და 14 ივლის გაიმართება და 2023 წლის 7 ივნისს, პრაღაში, ფინალით დასრულდება.

გზად პრაღამდე კი, საქართველოს წარმომადგენლებს, რომელთაგან უეფა-ში გამართული წილისყრის დროს, მხოლოდ „დინამო თბილისი" იყო განთესილ კლუბებს შორის, ასპარეზობის დაწყება პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან უწევთ. ამ სამი გუნდიდან ორი კლუბი, „დინამო თბილისი" და „საბურთალო" ასპარეზობას „სახლის" თამაშით დაიწყებს. „დინამო თბილისი" ტრადიციულად, „დინამო არენაზე", „საბურთალო" კი, გამომდინარე იქიდან, რომ „ლოკომოტივის" სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გამართავს შეხვედრას. თავად გორელები კი, ევროტურნირის პირველ შეხვედრას, სტუმრად გამართავენ.
წილისყრის შემდეგ, ქართულ გუნდების მეტოქეები არიან:
„დინამო თბილისი" (საქართველო) - „პაიდე ლინამეესკონდი" (ესტონეთი)
„კუოპიო" (ფინეთი) - „დილა" (გორი, საქართველო)
„საბურთალო" (თბილისი) - „პარტიზანი" (ალბანეთი)
აქვე, კონფერენს ლიგის კალენდარსაც შემოგთავაზებთ:
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 7 და 14 ივლისი, 2022
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 21 და 28 ივლისი, 2022
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი 4 და 11 აგვისტო 2022
ფლეი-ოფი: 18 და 25 აგვისტო
ჯგუფური ეტაპი:
მატჩის დღე 1: 8 სექტემბერი 2022
მატჩის დღე 2: 15 სექტემბერი 2022
მატჩის დღე 3: 6 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 4: 13 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 5: 27 ოქტომბერი 2022
მატჩის დღე 6: 3 ნოემბერი 2022
ნოქაუთის ეტაპი:
ნოქაუთის ეტაპის ფლეი-ოფი: 16 და 23 თებერვალი 2023
1/8 ფინალი: 9 და 16 მარტი 2023
1/4 ფინალი: 13 და 20 აპრილი 2023
1/2 ფინალი: 11 და 18 მაისი 2023
ფინალი: 7 ივნისი, 2023
ფოტოები სტატიაში @UEFA





ჩვენ








