
უეფა-ს შტაბ ბინაში დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო", ვლადიმირ ვაისის „სლოვანს" ხვდება, ყაზახური „ტობოლისა" და უნგრული „ფერენცვაროშის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 19-20 და 26-27 ივლისს გაიმართება.
პირველი საკვალიფიკაციო წრის თამაშები 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუკი, ბათუმის „დინამო", ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის გავლას მოახერხებს, ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლებას გაინაღდებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ბათუმელები, ვაისის გუნდს ვერ მოერევიან, ავტომატურად, კონფერენს ლიგის გათამაშებაში გააგრძელებენ ევროტურნირზე გამოსვლას. ამ შემთხვევაში, ქართული გუნდი, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააგრძელებს გამოსვლას და ე.წ. „ჩემპიონთა" ხაზით, პოზნანის „ლეხ"-სა და „ყარაბახს" შორის დამარცხებულს შეხვდება. ამ შემთხვევაშიც, ქართული გუნდი, პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს. ეს ეტაპი 21 და 28 ივლისს არის ჩანიშნული.
დღესვე, ბუნებრივია, უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართა. შესაბამისად გაირკვა, ამ ევროტურნირზე მოასპარეზე გუნდების მომავალი მეტოქეები. აქვე, წესების თანახმად, ერთი საფეხბურთო ფედერაციის წევრი გუნდები, ერთმანეთს არ გადაეკვეთებიან. „დინამო თბილისი" აქაც განთესილთა კალათაში იყო. მეორე საკვალიფიკაცო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში:
„დინამო თბილისი" - „არარატ არმენიას" შეხვდება და პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
პირველ მატჩს, სახლში გამართავს „საბურთალო" და მისი მეტოქე რუმინული „სტიაუა" იქნება.
პირველი საშინაო შეხვედრა უწვეს მოგების შემთხვევაში გორის „დილასაც", რომელსაც კონფერნს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ლიეტუვას „პანევეზისსა" და მოდოვურ „მილსამის" შორის გამარჯვებულთა ნოუწევს შეხვედრა.
თუმცა, დიდი ალბათობით, უეფა-ში „საბურთალოსა" და „დილას" სათამაშო თარიღებს გადახედავენ, ვინაიდან, ორივე კლუბს, სათამაშო მოედნად, გორის „თენგის ბურჯანაძის" სტადიონი აქვს მითითებული.
ასევე იხილეთ: ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია - 2 კლუბი სახლში იწყებს, 2 გასვლაზე!





ჩვენ








