
ინტენსიურად დატვირთული სანაკრებო შესვენების შემდეგ, გუშინ და დღეს, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბათუმის „დინამომ" სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. „სამგურალმა" კი, ტრადიცია არ დაარღვია და ზედიზედ მე-6 შეხვედრაში „დინამო თბილისს" ქულები წაართვა, თანაც, სატურნირო ცხრილში, ერთი ადგილით ჩააჩოჩა.
ეროვნული ლიგის მე-17 ტური კი, 15 ივნისს თელავში, „კავკასიონ არენაზე" დაიწყო. ადგილობრივი „თელავი", გორის „დილას" დაუპირისპირდა და ორივე გუნდის მცედლობის მიუხედავად, ფრედ, 0-0 დასრულდა.
პირველი ქულები აიღო მიმდინარე ჩემპიონატში თბილისის „ლოკომოტივმა". დედაქალაქურ დერბიში, რომელიც საგურამოში გაიმართა „ლოკომ", „საბურთალო" დაამარცხა. ანგარიში 22-ე წუთზე იარკლი ჭიაბრიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, ბექა დარცმელიას ჩაწოდებული საჯარიმო, სტუმართა კარში თავით ალქესანდრე ანდრონიკაშვილმა გადააგაზვა. „საბურთალო", სადაც სანაკრებო შესვენების დროს, ვითარება აირია, გუნდიდან მთავრი მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, როგორც სჩანს, აუტსაიდერ გუნდთან, თამაშის მსგავს მსვლელობას არ ელოდა.დარჩენილ დროში, მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. 76-ე წუთზე, ჟულიუ ვინისიუსმა ანგარიში გაქვითა. თუმცა, „ლოკომ", მიმდინარე ჩემპიონატში პირველი თამაშის მოგება ანგარიშით 2-1 და შესაბამისად, პირველი 3 ქულის აღებაც მოახერხა.
თბილისში, „დინამო არენაზე" „გაგრამ" 44 წუთი მოახერხა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის „დინამო" მთელი ტაიმი ფლობდა სათამაშო უპირატესობას და კარის მიმართულებითაც ჰქონდა დარტყმები აქტივში, გოლი 45-ე წუთზე ოლეკსანდრ აზაცკის გადაცემით, მამუკა კობახიძემ გაიტანა. 52-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა შორეული დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. 72-ე წუთზე თითქმის იმავე მანძილიდან, მხოლოდ საპირისპირო ფლანგიდან, უკვე ჯაბა ჯიღაურმა აიღო გაგრელთა კარი. ბათუმის „დინამომ" 0-3 მოიგო და საჭირო 3 ქულა აიღო. ახლა 17 ტურის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილზე მყოფ გუნდებთან უპირატესობა 5 და 6 ქულამდე გაზარდა.
მეორე ადგილი კი, დღეს, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადონზე, „დინამო თბილისმა", წყალტუბოს „სამგურალს" გაუცვალა. უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბისთვის სანაკრებო შესვენების შემდეგი მატჩები. ამასთან, თბილისელებმა, ქულები, რომლითაც, უშუალო მეტოქესთან, ბათუმის „დინამოსთან" მინიმალურ ჩამორჩენას შეუნარჩუნებდა დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძის გუნდმა ანგარიში მე-5 წუთზე, ოსეი ბარნსის გოლით გახსნეს, მასპინძლებმა, 4 წუთში, მიხეილ ბაშელეიშვილის გოლით, მისი გაქვითვა მოახერხეს. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ორივე გუნდის მხრიდან მცირედ არეული თამაში, დინამოელთა დაცვის უხეში შეცდომით დაგვირგვინდა, რასაც თბილისელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ, სტანდარტულიდან პაპავას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თბილისელებმა წყალტუბოდან ქულის წამორება ვერ მოახერხეს და 2-1 დამარცხდნენ.
კახა ჩხეტიანის ხელი ნელ-ნელა დაეტყო „ტორპედოს". ქუთაისურმა კლუბმა, ბოლნისის „სიონთან" აქტიურად დაიწყო და ლევან მჭედლიძემ, მეორე მცდელობისას მოახერხა ბურთის თავით კარში გადაგზავნა. ეს, მიმდინარე გათამაშებაში მჭედლიძის სადებიტო გოლი იყო. შეხვედრა, რომელიც ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, ტორპედოელები დომინირებდნენ. ფლანგიდან, მთელი მატჩის მანძილზე აქტიურობდა აკაკი შულაია, რომელმაც, ტაიმის მიწურულს, 100 %-იანი საგოლე მომენტი კი გააფუჭა, თუმცა, უკვე მომდევნო მომენტში შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და „ტორპედო" შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, „სიონი" შეეცადა აქტიურად ეთამაშა, თუმცა, სტუმრებს, „ტორპედომ" აქაც უპოვა გასაღები და საკუთარი თამაში მოახვია თავს. თამაშის მიწურულს, 89-ე წუთზე კი, აკაკი შულაიამ დუბლი გაიფორმა, „ტორპედომ" 3-0 მოიგო, საჭირო 3 ქულა მოიპოვა და შესაძლოა დროებით, მაგრამ გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
სატურნირო ცხრილი
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








