
თურქულ ანთალიაში, ხმლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საღამოს სანდრო ბაზაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
დღეს, თურქულ ქალაქში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბაზაძემ, წარმატებით იასპარეზა. ქართველმა, 1/16 ფინალში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ შილაგი დამაჯერებლად 15-7 დაამარცხა. სწორედ ის შილაგი, რომელმაც ქართველს, გამოცდილების, ტუტულების და მსაჯთა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილების მიზეზით, ტოკიოს 2020-ის 1/2 ფინალი მოიგო. დღეს, კი რევანში, ასპარეზობის სტარტზევე შედგა.
იღბლიანი სტარტის შემდეგ, სანდრო ბაზაძემ 1/8 ფინალში გერმანელი მატიას საბო დაძაბულ ბრძოლაში (15-13) დაამარცხაა. 1/4 ფინალში, რუმინელ რაზვან ურსაჩის (15-8) სძლია. 1/2 ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელს, ელიოტ ბიბის (15-4) მოგო, ფინალში კი, იტალიელ ლუკა კურატოლის (15-11) სძლია. სხვათა შორის, სწორედ, ლუკამ გამოთიშა ასპარეზობას ბექა ბაზაძე, რომელიც სანდროსთან ერთად ევროპის რვა საუკეთესოს შორის ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის პირველობაზე ზედიზედ სამჯერ მოგებული ბრინჯაოს, სანდრომ ამჯერად ოქრო ჩაანაცვლა.
ევროპის ჩემპიონატს კოვიდ-19 მიზეზით, ევროპის 2017 წლის ჩემპიონი თეოდორა კახიანი-მეკლინგი გამოტოვებს. ეს გადაწყვეტილება მოფარიკავემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
და ბოლოს, კიდევ ერთი ცნობა ანთალიიდან - 2023 წლის მასში საქართველოში 23-წლამდე ხმლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ევროპული ფორუმის საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში, ჩატარების შესახებ, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე გუშინ გახდა ცნობილი.





ჩვენ








