თაბაგარმა მექსიკის ფიცარნაგზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა
თაბაგარმა მექსიკის ფიცარნაგზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა
18.06.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებისთვის ლეონის (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა.

96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა (134, 138, 140) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე წარმატებით გაუმკლავდა აკვრაში შეკვეთილ წონებსაც (166, 170, 177) და ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა. თაბაგარმა ჩემპიონობა მოიპოვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 317 კილოგრამით და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.


ერთი დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი ერგო ნიკოლოზ ესართიას (89 კგ).


შესაბამისად,  საქართველოს ნაკრებმა ლეონის მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულა.