
ფიფა აგრძელებს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების მონიტორონგს და პარალელურად, რუსულ კლუბებში მყოფ ლეგიონერ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს აძლევს საშუალებას 2023 წლის 30 ივნისამდე, კვლავ ისარგებლონ აღნიშნული, აგრესორი ქვეყნის კლუბებთან არსეული, მოქმედი ხელშეკრულებების გვერდის ავლით, სანქციების გარეშე დატოვონ რუსული კლუბები და ახალი კლუბები იპოვო. ან გაახანგრძლიოვონ იმ კლუბებთან ურთიერთობა, სადაც რუსეთიდან წასვლის შემდეგ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში, ფიფა-მ სრული სამართლებრივი მხარდაჭერა აღუთქვა რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს. ამჯერად კი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება გაეხანგრძლივებინა, ე.წ. „დროებითი" სტატუსის ვადა იმ მოთამაშეებისთვის, ვინ, რუსული კლუბებიდან 2022 წლის 30 ივნისამდე სხვადასხვა კლუბებში აღმოჩნდნენ.
ფიფა-ს გადაწყვეტილებას, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მივესალმები ფიფა-ს დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფა-მ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა და მწვრთნელს, სანქციის გარეშე შეუძლია საკუთარ კლუბთან კონტრაქტი შეაჩეროს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა დგას.
არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
ფიფა-მ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენ ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ 2022 წლის მარტში, ფიფა-ში მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, მთელი რიგი ქართველი ფეხბურთელები მინიმუმ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდნენ.
რაც შეეხება, ფიფა-ს ახალ გადაწყვეტილებას, როგორც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, თუ უკრაინისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციებში შემავალი კლუბები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას უცხოელ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე და თუკი, ეს ყველაფერი არ იქნება წერილობით დადასტურებული, მაშინ უცხოელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, უფლება ექნებათ, 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედები ხელშეკრულებები შეაჩერონ. ამასთან, რუსული კლუბებიდან მიგრირებულ კატეგორიას ექნება უფლება, ივარჯიშოს, ითამაშოს და მიიღოს ხელფასი, მაშინაც კი თუკი ისინი უკრაინული კლუბების სახელით იასპარეზებენ.
ამასთან, უკრაინიდან, მშობლებთან ერთად წასულ 18-წლამდე ფეხბურთელები, თავისუფლდებიან, 18-წლამდე საერთაშორისო სატრანსფერო წესებიდან და აღნიშნული კანონმდებლობის მე-2 ა მუხლს, მე-19 პარაგრაფს დაექვემდებარებიან.





ჩვენ








