„დინამო თბილისის“ – U19 საქართველოს „ოქროს ლიგის“ ჩემპიონია
„დინამო თბილისის“ – U19 საქართველოს „ოქროს ლიგის“ ჩემპიონია
20.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გათამაშების დასრულებამდე, რამდენიმე ტურით ადრე, საქართველოს 19-წლამდე „ოქროს ლიგის" 2021 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისი" გახდა. ვალერი გაგუას ასაკობრივმა გუნდმა ტიტული,  გათამაშების დასრულებამდე,  რამდენიმე ტურით ადრე, 11 ივნისს, „გაგრასთან" საშინაო მატჩში გაიფორმა, რომელშიც 4-1 გაიმარჯვა.

2021 წლის „ოქროს ლიგის" სეზონი, კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა. „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდმა კი, გათამაშება, დაუმარცხებლად მოიგო.


ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე,  „დინამო თბილისის" ასაკობრივ გუნდს, დამატებით კიდევ 15 წუთი, ქუთაისის „ტორპედოსთან" სათამაშო დრო აქვს დარჩენილი (მატჩის შეწყვეტის მიზეზი, ქუთაისში, დაბნელება იყო). ამ მომენტისთვის, დინამოელებს 64 ქულა აქვთ, 20 მატჩი მოგებული და 4 ფრედ დასრულებული. მეორე ადგილზე მყოფ „ლოკომოტივს" ისინი, 9 ქულით უსწრებენ.


„ოქროს ლიგის" გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა უკვე დააჯილდოვა. გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი, „დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის, „დინამო თბილისსა" და „გაგრას" შორის გამართული მე-18 ტურის მატჩის შესვენებისას გადაეცათ.


უკვე ჩემპიონის რანგში, „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდი ბოლო შეხვედრას 25 ივნისს „ვიტ ჯორჯიას" 19-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.