
რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და დინამოელი, მალხაზ არზიანი გარდაიცვალა. ფეხბურთელს შაბათს, 25 ივნისს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ჩუმი, უსიტყვო, მშრომელი ფეხბურთელი. თუ არ ჩავთვლით ვარჯიშს, „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე, რომლის დროსაც „თაშამ" (არზიანის მეტსახელი), გუნდის იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს ბურთი შემთხვევით თავში გაარტყა და კაცი, კინაღამ დააყრუა, მასზე ცუდს, ვერავინ გაიხსენებს. თუმცა, ეს თავგადასავალიც, შემდეგ, წლები თანაგუნდელებს სახუმარო მოგონებად ჰქონდათ.
არზიანის საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი თბილისის „დინამოს" უკავშირდება. ის გუნდში 1982 წლიდან ირიცხებოდა და თბილისური კლუბის შემადგენლობაში 109 შეხვედრა გამართა. მალხაზ არზიანი სხვადასხვა წლებში ფოთის „კოლხეთი 1913"-ში (რომლის მწვრთნელიც იყო მოგვიანებით), ბათუმის „დინამოში", ლანჩხუთის „გურიაში", რუსთავის „მეტალურგსა" და შვედურ „გელივარეში" თამაშობდა. 1992 წელს, არზიანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში აზერბაიჯანთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
TSFF.Ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.





ჩვენ








