
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში, მარგიტის კუნძულზე პატარ-პატარა სენსაციებს ჩამონათვალს ზრდის. მაგალითად, დღეს, ასეთ სენსაციად, მონტენეგროსთან ერთი ბურთით (9-10) წაგებული შეხვედრაა, რომელშიც, ალბათ, უფრო იღბალი და სიზუსტე, რომ ჰქონოდა ქართველთა გუნდს ბოლო წამებზე, შესაძლოა მატჩი, საყაიმო ანგარიშითაც კი დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა მოახერხა, ვინაიდან, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დეიან სტანოიევიჩის გუნდი, ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე, ამ ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადვილზეა და ბოლო შეხვედრაში მარცხის შემთხვევაშიც კი, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს. და ბოლოს გეტყვით, რომ დღესვე, ჩემპიონატის მასპინძლემა უნგრეთმა, დიდი ანგარიშით 20-6 ბრაზილიის ნაკრები გაანადგურა.
რაც შეეხება თავად მატჩს, ქართულმა გუნდმა მძიმედ დაიწყო და უკვე, პირველი პერიოდის, პირველი სამი წუთის შემდეგ, 0-3-ს აგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები დაცვაში კარგად ახერხებდა ეთამაშა, რიცხვობრივი უპირატესობას ვერ იყენებდა და ხშირ შემთხვევაში შეტევის დასრულებას ჩქარობდა.
„ეს ჩემი მე-15 თამაშია ამ სეზონში, სადაც ერთი ბურთით წავაგეთ... ამიტომ, არ შემიძლია ვიყო კმაყოფილი. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. მონტენეგროს ახალგაზრდულმა გუნდმა გვაჩვენა, რომ საბოლოოდ შრომა დაუფასდათ. ჩვენმა გუნდმა ერთად ვარჯიში, მხოლოდ ორი კვირის მანძილზე მოახერხა. ვფიქრობ, ეს უდიდესი პრობლემაა. მინდა მივულოცო ჩემს გუნდს, მაგრამ ასევე მონტენეგროსაც. ჩემს გუნდს, განსაკუთრებით იმიტო, რომ დადებითი დინამიკა აშკარაა. თუ ასე მუშაობას გავაგრძელებთ, უფრო უკეთესეად ვითამაშებთ - ვიცი, რომ შესაძლოა შემდეგ ჯერზე, ასეთი თამაში მოვიგოთ. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე", - ამბობს ბორის ვაპენსკი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე.
პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ის, 28 წლის დუშან ვასიჩის ანგარიშზეა, რომელმაც საერთო ჯამში, ამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 3 უპასუხო გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდში და შეხვედრის მეორე ნახევრის წინ, მონტენეგროელებს მიანიშნა, რომ დღეს, სტანოიევიჩის გუნდი, ბოლომდე იბრძოლებდა. ორი პერიოდის შემდეგ, ანგარიში საყაიმი, 4-4 იყო. სხვათა შორის, მეორე პერიოდის დასაწყისში, საქმეში VAR-ი ჩაერია და ანდრია ბითაძის გოლი საბოლოოდ ჩათვალა. ეს იმიტომ, გავიხსენე, რომ წინა წლებში, იმავე VAR-ს აშკარა გოლები, საქართველოს ნაკრებისთვის არ ჩაუთვლია. თუმცა, საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, წყალბურთში, სამსაჯო გუნდმაც, ნელ-ნელა საქართველოს ნაკრების აღიარება დაიწყო (წინა წლებში იყო მიკერძოების მომენტებიც და ამჯერად, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა).
ისე, მეორე პერიოდში, მშრალი ანგარიში და საერთო ჯამშიც, მთლიანად შეხვედრაში, რომ მონტენეგრომ, 10-ზე მეტი ბურთს გატანა ვერ მოახერხა, საქართველოს ნაკრების მეკარის, ნიკა შუბლაძის დამსახურებაა. მხოლოდ შეხვედრის მეორე პერიოდის ორწუთიან მონაკვეთში, შუბლაძის ანგარიშზე სამი, 100%-იანი გოლია მოგერიებული. ქართველთაგან გოლები კი, ამ მონაკვეთში, ნიკა შუშიაშვილმა და კვლავ, ვასიჩმა გაიტანეს.
მეორე ტაიმის პირველი ნახევარი კვლავ, მონტენეგროელთა გაქცევით დაიწყო. მონტენეგროელთა სამბურთიან გაქცევას, რევაზ იმნაიშვილმა ერთი გოლით უპასუხა, თუმცა, შემდეგ, საქართველოს ნაკრები დაცვაში „ჩავარდა" და ბალკანელებმაც სტატუს-კვო აღადგინეს. პერიოდის მიწურული კი, ჩვენი აღმოჩნდა, ჯერ ბორის ვაპენსკიმ, შემდეგ კი ვასიჩმა, ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანეს და შესაბამისად, თამაში ბედიც ბოლო პერიოდს მიანდეს. ბოლო გადამყვეტ მეოთხედამდე, პერიოდების მიხედვით თამაში ასე ვითარდებოდა: 1-4, 3-0, 3-4. ბოლო პერიოდი კი, 2-2 დასრულდება.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, სამჯერ მოახერხა, გაქცეული მონტენეგრო შეეჩერებინა. ფინალურ ნაწილში, ჩვენებმა, იოან სარიჩის პენალტით ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, შემდეგ უდიერად ითამაშეს დაცვაში, სადაც ბოგდან დურდიჩი აშკარად გაეპარათ, მან კი, მონტენეგროელები დააწინაურა. ამის შემდეგ, მონტენეგროს კიდევ ერთი გოლი გააქვს, საპასუხოდ კი, ბითაძე, სხვაობას კვლავ ერთ ბურთამდე ამცირებს. ბოლო წუთი, ბურთი საქართველოს ნაკრების მფლობელობაშია. ჩვენები ორჯერ უტევენ კიდევაც კარს, თუმცა, აქ, მოწოდების სიმაღლეზე მონტენეგროელთა მეკარე დეიან ლაზოვიჩია.
„ჩვენც ემოციების დასამორჩილებლად ცოტა დრო გვჭირდებოდა, თუმცა, თუ შევძლებდით, უფრო კარგად გაგვეკონტროლებინა კონტრშეტევები, მოგებაც კი შეგვეძლო, მაგრამ ამ ჯერზე მონტენეგრო უკეთესი იყო. დღეს, ჩვენი თამაში უკეთესი იყო, ვიდრე პირველ დღეს, ამიტომ, საბოლოოდ მაინც, კმაყოფილი ვარ. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თავგადასავალი მიმდინარე ჩემპიონატზე. ჯგუფში, ბოლო შეხვედრა, უნგრეთის წინააღმდეგ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს შანსი ვეთამაშოთ საუკეთეოს გუნდს, საუკეთესო არენაზე, რაც კი მინახავს. ეს თამაში, მნიშვნელოვანია ჩემი გუნდისთვსიაც, სადაც მოწინააღმდეგეს 5000-6000 ქომაგი საკუთარ გუნდს გაამხნევებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთვის ეს საუკეთესო მატჩი იქნება", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა დღეს, კარგად ითამაშა და მონტენეგრო გვარიანად შეაჯანაჯღარა, რამეთუ მიანიშნა, რომ სტანოიევიჩის გუნდი, აღარ არის ის, რომელსაც, ბალკანელები დიდი ანგარიშით ამარცხებდნენ. საქართველოს ნაკრები თავის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს. ალბათ, მომდევნო თამაშებში, დეიან სტანოიევიჩი, ყურადღებას ზედმეტი მოთამაშის „ფუფუნებისას" არარეალიზებულ მომენტებზე გაამახვილებს, ვინაიდან, დღეს, საქართველოს ნაკრებმა, სწორედ, მსგავს მომენტებში იჩქარა და ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქრათველოს ნაკრები 25 ივნისს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: @fina.org





ჩვენ








