
„დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონობა ვადაზე ადრე, „დინამო თბილისის" 15-წლამდეთა გუნდმაც იზეიმა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა კოვიდ პანდემიის გამო გადავადებული ჩემპიონატი გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიგო.
უკვე ჩემპიონის სტატუსში, 15-წლამდე დინამოელებმა, „საბურთალოს" 15-წლამდეთა გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე, „დინამო თბილისის აკადემიის" მოედანზე ჯერ საპატიო დერეფანში გაიარეს, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის ინიციატივით მოეწყო, შემდეგ კი ფრედ, 1-1 ითამაშეს. მატჩის დასრულების შემდეგ,
![]() |
![]() |
საქართველოს 15-წლამდეთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულ „დინამო თბილისის" გუნდს, „სლავა მეტრეველის სახელობის საქართველის 15-წლამდეთა ლიგის" გამარჯვებულის ფარი და ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

15-წლამდე დინამოელებმა, 2021 წლის სეზონის საჩემპიონო ფარი, დღეს, „დინამო არენაზე", ქართული დერბის შესვენებაზე, „დინამო თბილისის" ფან-სექტორში მიიტანეს და გამარჯვება ერთად აღნიშნეს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |





ჩვენ














