
ეროვნული ლიგის მე-19 ტური სამ დღეზე იყო გადანაწილებული. სატურნირო ცხრილის ლიდერებმა, ბათუმის „დინამომ" და „დინამო თბილისმა" აქტივში, მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს. „დილამ", მოახერხა ცხრილში, „სამგურალისთვის" გადაესწრო. თავის მხრივ, „სამგურალი", „საბურთალომ" შეაჩერა. თუმცა, წყალტუბოელები, თბილისურ კლუბს, 4 ქულით უსწრებენ.
„დილა" - „გაგრა" 1-1
მე-18 ტურში, „დინამო არენაზე" განადგურების შემდეგ, „გაგრამ" იპოვა ძალები და გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილას", რომელსაც თამაშზე ირაკლი მოდებაძე გამოუძღვა, ფრედ, 1-1 ითამაშა. გორიდან, ქულის წამოღება არც თუ იოლი საქმეა. თანაც, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში, მეორე ტაიმის სტარტზევე, 48-ე წუთზე, სტუმრებმა, მათე ვაწაძის (ვაწაძემ გაგრელთა რიგებში, დიდი ალბათობით ბოლო შეხვედრა ჩაატარა, რადგან მის ტრანსფერს ბათუმის „დინამოში" აჭარული კლუბი ადასტურებს) გოლის შემდეგ გახსნეს. ახლა ვაწაძეს, 6 გოლი აქვს გატანილი და ელიგის, 2022 წლის ბომბარდირთა ათეულშია. მიუხედავად იმისა, რომ „დილა" სრულად აკონტროლებდა თამაშს და ბევრჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება, გოლი, ბექა ქურდაძის კარში, სტანდარტულიდან, შეხვედრის 88-ე წუთზე ვაგნერ გონსალვესმა გაიტანა. ისევე, როგორც ვაწაძე, ვაგნერიც, ბომბარდირთა ათეულშია, მხოლოდ, უკვე 8 გატანილი გოლით.
„საბურთალო" - „სამგურალი" 3-1
ბოლო 2 წლის ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და „დინამო თბილისთან" გამარჯვების შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალი" ზედიზედ მეორე ტურში მარცხდება. ამჯერად, წყალტუბოელები, გორში, „საბურთალოსთან" მატჩში ვერაფერს გახდნენ. ანგარიში, მე-3 წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილმა, მას შემდეგ რაც „სამგურალის" ნახევარი გადაკვეთა, შორი მანძილიდან გაიტანა თან ისე, რომ ლევან შოვნაძეს შანსი არ დაუტოვა. 25-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდო ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მეორე ტაიმში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრის ბოლო ხუთ წუთში, „საბურთალომ" ორი გოლის გატანა მოახერხა. ჯერ, 87-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძის გადაცემის შემდეგ, ბენედიკ მიოჩიმ, თბილისელები წინ გაიყვანა, შემდეგ კი, თავად სიხარულიძემ, 89-ე წუთზე, ამ შეხვედრაში წერტილი დასვა.
„დინამო" ბთ - „სიონი" 3-0
სამი გოლი გავიდა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართულ შეხვედრაში. ბათუმელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, „სიონთან" მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც, რეალურად გია გეგუჩაძის შეგირდებს კარის ჩარჩოში არ დაურტყამთ, სტუმრებს კი ჰოქნდათ კუპატაძის კარის აღების რამდენიმე მცდელობა, გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ბოლნისელთა კარში, პირველად ბენჟამინ ტეიდიმ 49-ე წუთზე დაარტყა. გოლი კი, ზუკა დავითაშვილმა, მას შემდეგ რაც ბოლნისელთა საჯარიმოსთან, ბურთი „მოიპარა", მიახერხა შორი მანძილიდან, აუღებელი დარეტყა ლევან ისიანის კარში. ბოლო 10 წუთში კი, ჯოვინო ფლამარიონიმ, დუბლი შეასრულა და წრის მთავარ დაპირისპირებამდე, „დინამო თბილისთან", ბათუმის „დინამოს" სატურნირო ცხრილში, კომფორტული, 6-ქულიანი უპირატესობა გაუმყარა. ამასთან ფლამარიონი 13 გოლით, ბომბარდირთა სიის სათავეშია.
„დინამო თბილისი" - „ტორპედო" 5-1
კოკისპირული წვიმის ფონზე, წლის რიგით მესამე ქართულ დერბიში ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. გოლი, ნიკა მალის გადაცემის შემდეგ, მე-4 წუთზე სტანისლავ ბილენკიმ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში როინ კვასხვაძემ, მაქსიმუმი გააკეთა და დინამოელებს არ მისცა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მალი-ბილენკის ტანდემმა, მეორე ტაიმში, ტორპედოელთა კარის აღება უფრო მალე, 46-ე წუთზე მოახერხეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი აღნიშნავს, რომ „ორ ძლიერ გუნდთან („ტორპედო" ბოლო ორ ტურში, ორ „დინამოს" გადაეყარა) თამაშმა დაგვანახა ყველა ის მინუსი, რისი გამოსწორებაც გვმართებს"-ო. ამ მატჩში კი, რომლის მოლოდინი აშკარად უფრო მეტი იყო, გია ჭიაბრიშვილის გუნდის სრული კარნახით ჩაიარა. „დინამო თბილისმა", „ტორპედო" საბოლოოდ, 57-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძის გოლის შემდეგ გატეხა. 64-ე წუთზე კი, მას შემდეგ, რაც ლევან ოსიყმაშვილის გადაცემით, უსმანე კამარამ მორიგ თამაშში შეკრა კამარა, იმერულ კლუბს თამაშის შემოტრიალების ყველა %-ი მოუკვდა. დინამოელებმა კი გაილაღეს და მე-80 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მორიგი გოლი გაიტანეს - გიორგი ჩხეტიანის გადაცემით, გოლი დავით სხირტლაძემ გაიტანა, მეორე მატჩში ზედიზედ. „ტორპედომ" კი, ბრჭყალები, შეხვედრის მიწურულს გამოაჩინა. ანდრეს პრიეტოს „მშრალი" კარი, 89-ე წუთზე, ყოფილმა დინამოელებმა „დაასველეს". თორნიკე ახვლედიანის გადაცემის შემდეგ, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და ყველაზე აქტიური იყო მინდორზე, გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა. „დინამო თბილისმა" მეორე შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით (ორ მატჩში, თბილისელებმა 10 გოლი გაიტანეს), თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს, მთავარი გამოცდა, 29 ივნისს, ბათუმში ელის. დიდი ალბათობით, საჩემპიონო რბოლაში, სწორედ, ეს მატჩი აღმოჩნდება გადამწყვეტი.
მატჩის სრული ფოტო-ამბავი
„ლოკომოვიტივი" - „თელავი" 0-2
საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივმა", რომელმაც საკმაოდ დალაგებული მატჩი ჩაატარა და თანაც „საბურთალოდან" გადასული ფეხბურთელებით (ოთო გოშაძე, ნოდარ იაშვილი) გაძლიერდა, „თელავს" ორი გოლი და სამი ქულა „აჩუქა". პირველ ტაიმში ორი რეკოშეტით, დაჩი ფოფხაძე, ბურთი, საკუთარ კარში გადაგზავნა და ოთო გოშაძე, „ლოკოში" სადებიუტი მატჩში გაღიმებული დატოვა. მატჩის გადარჩენი მცდელობა, მასპინძლებს რამდენჯერმე ჰქონდათ - ბექა დარცმელიას სტანდარულებისა და გიორგი ომარაშვილის დარტყმების შემდეგ, თუმცა, ერთ ეპიზოდში ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს, მეორეში კი, „თელავი" ძელმა იხსნა. 19 ტურის შემდეგ, „თელავი" მე-6 პოზიციაზეა, აი, „ლოკო" კი, კვლავ გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზე.
სატურნირო ცხრილი
მე-20 ტურის კალენდარი





ჩვენ








