საქართველოს ქალთა ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო
27.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის რიგით მეშვიდე მატჩი გამართა. ქალთა ეროვნული ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრით, მიმდინარე შესარჩევი ციკლი უნდა გახსნილიყო, თუმცა, ირლანდიამ კოვიდ პანდემიის რეგულაციების მიზეზით, საქართველოში ჩამოსვლა გადადო.


გიორგი ჩხაიძის გუნდს, ტრავმების გამო მთელი რიგი ფეხბურთელები აკლდა. მატჩიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმართა უპირატესობით ჩატარდა და მათივე გამარჯვებით, 0-9 დასრულდა. სტუმრებმა ანგარიში, მე-6 წუთზე გახსნეს და პირველი ტაიმი 0-4 მოიგეს. მთელი მატჩის მანძილზე კი, საქრათველოს ნაკრებმა, მეტოქის კარის მიმართულებით მხოლოდ ოთხჯერ დაარტყა, აქედან, ორი კარის ჩარჩოში წავიდა და ირლანდეილთა მეკარემ ითამაშა კარგად.


აქვე, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, გასვლაზე, 11-0, ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა. ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც ქულა არ აქვს აღებული. ჯგუფს კი, 19 ქულით, შვედეთი ლიდერობს.


ჩვენი გუნდი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო და დასკვნით მატჩს 1 სექტემბერს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


მატჩის სტატისტიკა  



სფფ-ს ფოტო