პატარა ერი, დიდი ამბიციით - ასე აფასებს fina.org საქართველოს ნაკრებს
პატარა ერი, დიდი ამბიციით - ასე აფასებს fina.org საქართველოს ნაკრებს
29.06.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დღევანდელი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ათეულში უკვე მოხვდა. ახლა ჩვენი გუნდი, უკვე უშუალოდ, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს და 1 ივლისს, თბილისის დროით, 20:30 საათზე იაპონიას დაუპირისპირდება. ამ გუნდების ერთი წლის წინანდელი შეხვედრა თბილისში, მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი გათამაშებისას ქართველმა წყალბურთელებმა 1 ბურთის სხვაობით 12-13 მოიგეს.

დღეს, კი ქართველი წყალბურთელები, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 20-7 მოუგეს. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ მოახერხა კომფორტულად, 6 ბურთით დაწინაურება (3-1, 5-1) და შეხვედრის მომდევნო ორი პერიოდი, თავს უფლება მისცა, სამი ურთულესი მატჩის შემდეგ (მონტენეგრო, უნგრეთი, ხორვატია) ოდნავ ამოესუნთქა. ამასთან, ქართველთა გუნდმა, მესამე მეოთხედში, ანგარიში 15 ბურთამდე გაზარდა (7-2) და მეოთხეშიც კიდევ ხუთი (5-3) (დაამატა. თუმცა, ამ დროში ჩვენმა გუნდმა 5 ბურთიც გაუშვა.


თამაშის მიხედვით, პირველ მეოთხედში, საქართველოს ნაკრებს დასჭირდა „გახურება", მეორეში მან მოახეხრა, რომ სამხრეთ აფრიკელები საკუთარ კარს არ გააკარა. თუმცა, მეორე ტაიმში, დაცვაში დაუშვა ბევრი შეცდომა, რაც 5 გოლად დაუჯდა. ალბათ, იაპონიასთან მატჩისთვის, ქართული სამწვრთნელო შტაბი, ამ „დეტალზე" გაამახვილებს ყურადღებას. ამ შეხვედრაში, სტანოიევჩის გუნდს, 8-ჯერ უმცირესობაში მოუხდა თამაში და მხოლოდ, ერთხელ მოახერხეს ამ უპირატესობის გამოყენება სამხრეთ აფრიკელებმა. თავის მხრივ, საქართელოს ნაკრების შედეგიანობა ციფრებში, ამ თამაში მხოლოდ 50% იყო და დაახლოებით, ასეთივე მაჩვენებელი, „სეივების" მხრივ.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანდრეა ბითაძე გახდა, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის შემდგომი შეფასებისას fina.org-ი დაწერს, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ მან ითამაშა, როგორც წყალბურთის დიდმა ერმა და ახლა ის, იაპონიას შეხვდება, რომელმაც თავის მხივ, ავსტრალია 15-7 დაამარცხა.  



ფოტო: fina.org