
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო 16-გუნდიან რაუნდში, საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და 7-13 წააგო. ეს გუნდები ურიერთშეხვედრებში აქამდე, ორჯერ იყვნენ დაპირისპირებულნი: 2016 წელს, ამხანაგური მატჩში, სადაც ხორვატიამ 17-3 დაგვამარცხა და 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც 15-6 დავმარცხდით. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს ნაკრებს მცირედი პროგრესი აქვს, გაუშვა ნაკლები გოლი და გაიტანა ერთით მეტი. თუმცა, სტანოიევიჩის ნაკრები, ამ შეხვედრაში, სულაც არ ჰგავდა სუპერვარსკვლავების გუნდს, რომელიც უნგრეთს, რამდენიმე დღის წინ ეთამაშა.
„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოლოდინზე და ოცნებეზე, ამიტომ ამ თამაშის მოგება ძალიან გვინდოდა. თუმცა, ამ დონის ტურნირზე ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ. მოწინააღმდეგე გუნდიდან გამომდინარე, არ შემიძლია ვიყო უკმაყოფილო. მომდევნო თამაშებისთვის უნდა გქვონდეს ის, რაც დღეს დაგვაკლდა - სათამაშო დისციპლინა, საღი აზრი და ჩვენი თამაში. მოწინააღმდეგეს, არ უნდა მივცეთ, საკუთარი თამაში მოგვახვიოს თავს", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ნაკრებს, ალბათ ყველაზე მეტად, კიდევ, აკლდა სიჩქარე შეტევაში. ხორვატიამ კი, მოახერხა საკუთარი წესები ეკარნახა და შეტევისთვის განკუთვნილ დროს, თითქმის ბოლომდე იყენებდა და ტაქტიკურად უტევდა, ამასთან ზოგავდა ენერგიას, ცდილობდა დაცვაში გამართულად ეთამაშა. მათ ეს გამოუვიდათ.
პერიოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი ტაიმის შემდეგ (2-3, 2-4), ქართველებს, ჰქონდათ შანსი სამბურთიანი უპირატესობა შეემცირებინათ. საქართველოს ნაკრებმა, მეორე პერიოდის დასაწყისში, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ქართველთაგან, პირველ მეოთხედში, ორი გოლი ბორის ვაპენსკის ანგარიშზეა, თუმცა, ხორვატებმა მოახერხეს მისი და მთლიანად მთელი გუნდის „ჩაკეტვა", შესაბამისად, სტანოიევიჩის გუნდსაც, ამ დღეს თამაში გაუძნელდა. მეორე პერიოდში, ხორვატება, შეძლეს ჩვენი შეკავება, ისე, რომ ამ და მომდევნო პერიოდში, მხოლოდ 1 ბურთი გავიტანეთ. ამის შემდეგ, დაახლოებით 11 წუთი, საქართველოს ნაკრები გოლის გატანას ვეღარ ახერხებდა.

მესამე მეოთხედში, ხორვატება კარიც მშრალად შეინახეს და ბოლო მეოთხედამდე, 6 ბურთით დაწინაურდნენ 4-10 (0-3). ხორვატებთან ასეთი უპირატესობის დაძლევა კი, ბევრი სხვა, საქართველოზე ბევრად ძლიერი გუნდებისთვისაც კი, რთული მისიაა. ერთადერთი პერიოდი, სადაც საქართველოს ნაკრებმა, თითქოს თამაში იპოვა, ბოლო, დასკვნითი მეოთხედი იყო, რომელიც 3-3 დასრულდა, თუმცა, აქ, ხორვატებს, უფრო ჰქონდათ საკუთარ თავში რწმენა, რომ ბევრს არ „დააშავებდნენ" და უკვე მომდევნო, სერბებთან მატჩისთვის ფიქრი დაიწყეს.
„წინა შეხვედრაში მგონია, რომ უკეთესად ვითმაშეთ. ახლა იყო, ემოციურად დაძაბული თამაში, არ შემიძლია საღად ვიაზროვნო. ყველა ჩვენს შეცდომაზე, რომელიც შეტევისას დავუშვით, მათ კონტრშეტევების შემდეგ, დაგვსაჯეს. რამდენიმე მარტივი გოლი გავიტანეთ და ამან, ჩვენი საბრძოლო ჟინი დააგდო. თუმცა, საბოლოოდ, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ეს ჩვენი პირველი ჩემპიონატია და ვფიქრობ, რომ ჯგუფურ ეტაპზე კარგად ვიასპარეზეთ. ახლა, ამ ჩემპიონატზე ეს დასასრულს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ", - ამბობს მარკო ელაჩა.
საქართველო ნაკრებმა, ხორვატებთან მატჩში, კვლავ ვერ მოახერხა ზედმეტი მოთამაშის კარგად გამოყენება. 12-ჯერ მეტობაში მყოფებმა, მხოლოდ 4-ჯერ აიღეს მეტოქის კარი. თუმცა, ამ მხრივ, არც ხორვატებმა გაიბრწყინეს და 10 მცდელობიდან, 4-ჯერ გაგვიტანეს. მიუხედავად ანგარიშისა, მატჩი არ იყო იოლი. ამაზე, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების წევრებიც ლაპარაკობდნენ. თუმცა, გამოცდილმა მოწინააღმდეგემ, პირველ ორ პერიოდში, მაქსიმალურად მოახერხა მობილიზება და უწყინარი გოლები გაიტანა, ამან კი, მომდევნო ორ პერიოდში თამაში გაუადვილა.
ახლა, საქართველოს ნაკრები 9-16 ადგილებისთვის განაგრძობს ასპარეზობას და სამრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. თავის მხრივ ხორვატები, უკვე საჩემპიონო ფლეი-აუთებში, სერბებს შეხვდებიან.
ფოტო: @fina.org





ჩვენ








