
ბათუმის „დინამომ“ დღეს, საღამოს 18:00 კლუბის მშენებარე ახალი ბაზის ტერიტორიაზე პირველი ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. პარალელურად ტერიტორიაზე შეაქვთ საფეხბურთო ინვენტარი, მონტაჟდება სათამაშო კარებები.
ტერიტორია, რომელიც საბოლოოდ 10 ჰექტარზე გაშენდება, 2 სავარჯიშო - ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნისგან შედგება. ორივე მოედანი, ღამის განათებით აღიჭურვება. აქვე განთავსდება შენობა, სადაც, ფეხბურთელები შეკრებას და თეორიულ მეცადინეობებს გაივლიან.
შეგახსენებთ, ბათუმის დინამო რამდენიმე წელია თამაშებს ქობულეთში, „ჩელე“ არენაზე ატარებდა, წელს კი ბათუმის სარაგბო არენაზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება, აჭარელთა მთავარი კლუბის საწვრთნელ ბაზას, მას საფუძველი 2017 წლის შობა დღეს ჩაეყარა და მშენებლობა, თითქმის შეუჩერებლად მიმდინარეობდა. ბაზის ოფიციალური გახსნა უახლოეს თვეებში იგეგმება.
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის კალენდარულ შეხვედრას კი ბათუმელები, 18 აგვისტოს, 20:00 ბათუმის რაგბი არენაზე გამართავენ ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ. სატურნირო ცხრილში, ბათუმელები 23 ქაულით მე-7, ქობულეთელები კი 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე არიან.








ჩვენ








