
რიგაში გამგზავრებამდე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარჯიშის შემდეგ, ქომაგებს პატარა საჩუქარი გაუკეთა - ბოტასები, შერმოს ავტოგრაფით.
„რამდენიმე დღეა, ვვარჯიშობთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია უკრაინასთან და ესპანეთთან. იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელი იქნება, რის შემდეგაც უნდა ვიფიქროთ 24 და 27 აგვისტოს შეხვედრებზე. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, თორნიკე არ გვყავდა. ახლა, თოკოც და გოგაც გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელები ახლა ძალიან ნერვიულობენ. იმედი მაქვს, რომ ქომაგი დარბაზს გაავსებს და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ", - აღნიშნა მედიასთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას გიორგი შერმადინმა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 1 ივლისს რიგაში, უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივლისს თბილისში, ევროპის ჩემპიონატისთვის აშენებულ არენა „თბილისში" ესპანეთს უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდს, ესპანეთთან ერთად უკვე განაღდებული აქვს ჯგუფის სამეული და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე თამაშიც. თუმცა, დარჩენილ ორ მატჩს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჯგუფურ ეტაპზე დაგროვებული ქულები, მომდევნო ჯგუფშიც მიჰყვებათ, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.





ჩვენ








