
რამდენიმე დღეში, 1 ივლისს, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩავა და ახალ კლუბს შეუერთდება. „ნაპოლიში" ოფიციალურ გადასვლამდე კი, ხვიჩა, ბათმის „აჭარაბეთ არენიდან" სავსე ტრიბუნებმა გააცილეს.
ის, რომ 29 ივნისს, ორი „დინამოს" ბათუმისა და თბილისის, სეზონის მესამე დაპირისპირების „კვარას" გააცილებდნენ, იცოდა თითქმის მთელმა ბათუმმა, თუმცა, არა მხოლოდ ბათუმმა. ხვიჩასთან ფოტოსგადაღება და ავტოგრაფი უნდოდა სტადიონზე მოსულ ბევრ ქომაგს, განსაკუთრებით სასკოლო ასაკის ბავშვებსა და გოგონებს... მატჩის დაწყებამდე ეს რამდენიმე მოახერხა კიდევაც. TSFF.Ge მოვლენებს ადგილზე აკვირდებოდა და შესაბამისად, ბათუმში გადაღებულ ფოტობს, ამ სტატიასაც ვურთავთ.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
არ ვიცი, ბოლოს როდის ვნახე საყვარელი ფეხბურთელის დანახვაზე აცრემლებული გულშემატკივარი, მაგრამ მე სამი გამახსენდა - ერთი პიკეს დანახვის მერე, აჟიტირებული, ქართული მედიის ერთ-ერთი ქალბატონი წარმომადგენელი, მეორე გერმანიის ნაკრების თბილისში ყოფნისას, სტადიონზე შექანებული და ბასტიან შვაინშტაიგერის ბუცზე დამხობილი სტუარტი და კიდევ, ის გოგონა გამახსენდა - „ვაიმე დედა, შევჩენკი"... სხვთა შორის, როდესაც ხვიჩას დღეს, იქვე გადაღებული ფოტო ვაჩვენე და „ვაიმე დედა შევჩენკო", ფრაზაც გავახსენე, „კვარას" გაეღიმა - ეს ახალი ვერსია გამოდის ხომ-ო.
„ერთად, დიდი დრო არ გაგვიტარებია, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ და ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ. წარმატებები „დინამო ბათუმს" ევროთასებზე. ამ გუნდს აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს იმას, რაც ჯერ არცერთ ქართულ გუნდს არ გაუკეთებია", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხვიჩა კვარაცხელიამ, ბათუმის „დინამოს" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. თუმცა, ეროვნულ ლიგაში, „კვარას" ყველაზე მეტი შეხვედრა - 18 „რუსთავის" შემადგენლობაში აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი აქვს გატანილი. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ძირითად შემადგენლობაში კი, ხვიჩა კვარაცხელია, 2017 წელს გამოჩნდა, „დინამო თბილისის" მაისურით. „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილმა, მთავარ გუნდში, მხოლოდ 4 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.







ჩვენ
















