საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან წააგო და ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა
საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან წააგო და ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა
01.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, რიგაში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი შესარცევი ეტაპის ბოლოსწინა ჯგუფურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები, უკრაინასთან, 79-66 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, დუდა სანაძე იტყვის, რომ ეს იყო, ნაკრების კარიერაში ყველაზე ცუდი თამაში.

ზუროსის გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო - თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. პირველი ქულებიც ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე, რომელმაც საერთო ჯამში, პარკეტზე 33:51 წუთი დაჰყო და 21 ქულა დააგროვა. ერთი წუთითა და ერთი ქულით მეტია გიორგი შერმადინის ანგარიშზე, რომელიც ქართულ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. თუმცა, თადმა მისთვის ჩვეული თამაში მხოლოდ, შეხვედრის ერთ მონაკვეთში, კერძოდ მეოთხე პერიოდში აჩვენა, როდესაც ორი ზუსტი სამქულიანი, რამდენიმე წამში დააგროვა. საერთო ჯამში კი, 12-დან მხოლოდ 4 სამქულიანი შეასრულა ზუსტად.  პერიმეტრიდან ტამაში არ წაუვიდა არც დუდა სანაძეს, რომელმაც თადის და თოკოს შემდეგ, პარკეტზე ყველაზე მეტი დრო დაჰყო.


საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველ პერიოდსი, მოახერხა 6 ქულით დაწინაურებულიყო და მაშინ, როდესაც, ზუროსის გუნდს საკუთარი თამაში უნდა მოეხვია თავს მოხდა სრულიად მოულოდნელი... ქართველებს, აღარაფერი გამოუვიდათ, არც შეტევაში და აღარც დაცვაში. ამის შესსახებ, მატჩის დასრულების შემდეგ, ილიას ზუროსიც იტყვის.


„ცალსახად ცუდად ვითამაშეთ. დაგვაკლდა კონცენტრადია. დავუშვით ბევრი შეცდომა,  როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თამაშამდე, სამწუხაროდ, გამოგვაკლდა ერთი მოთამაშე. სხვა მხრივ, გვაქვს საკმაოდ გრძელი ზაფხული და უნდა მოვახერხოთ ფოკუსირება. დაგვრჩა გასამართი ერთი შეხვედრა ესპანეთთან, რამდენიმე დღეში. 4 რიცხვში, მზად უნდა ვიყოთ საბრძოლოდ და ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობები გამოვიყენოთ, რამეთუ სახლში ვთამაშობთ და შემდეგ, მსოფლიო კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპისთვის მოვემზადოთ", - ამბობს ზუროსი.


პირველი მეოთხედი საქართველომ 3 ქულით წააგო 23-20. მეორეს დასაწყისში, რატი ანდრონიკაშვილამ, ანაგრიში ერთ ბურთამდე შეამცირა. აი, ამ მომენტის შემდეგ, კი, მოედანზე დაიწყო ის, რისი გამართლებაც, თამაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგაც მინდა ვიპოვო, თუმცა, კითხვის ნიშნები სულ უფრო და უფრო მატულობს. შეხვედრის ამ მონაკვეთში უკრაინამ 10 ქულით მოახერხა გაქცევა და პერიოდი 24-14, ტაიმი კი, 47-34 მოიგო.


თუ არ ჩავთვლით სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამ ფანჯარაში ნაკრებს ვერ ეხმარება და გოგა ბითაძეს, რომელიც სკამზე კი, იყო მაგრამ მოედანზე არ გამოსულა, ზუროსს დღეს, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა. მატჩის შემდეგ, ზუროსი იტყვის, რომ გოგა ბითაძის პარკეტზე გამოშვება არ გარისკა.


„გახურებამდე, გოგა ბითაძემ მუხლში იგრძო მცირე ტკივილი და ის, რომ ჩვენ თავი დავიზღვიეთ და არ გამოვუშვით სათამაშოდ, აბსოლუტურად, ნორმის ფარგლებშია. მითუმეტეს, როგორც ვთქვი, გრძელი ზაფხული გველის. ეს იყო ერთ თამაში. თუკი, დღეს ვინმე ვერ გამოვიყენეთ, ვინც თავს არ გრძნობდა კარგად, არ გავრისკეთ მისი მომდევნო თამაშები და იქნებ, კარიერაც. ხვალ მას MRI-თი შევამოწმებთ. ვიმედოვნებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ არის და როგორც ვთქვი, უნდა გავაგრძელოთ",  - ამბობს ზუროსი.


მეორე ტაიმში, ზუროსის გუნდმა რამდენჯერმე სცადა თამაშის შემოტრიალება. მესამე პერიოდი კვლავ წააგო, 13-10, ბოლოში კი, 19-22 გაიმარჯვა, თუმცა, ეს თამაშის გადასარჩენად და თუნდაც, 5 ქულაზე ნაკლები ანგარიშით წასაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.


4 ივლისს, საქართველოს ნაკრებს, ახალ სპორტის სასახლეში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ უწევთ თამაში. შესაბამისად, ესპანეთთან მატჩმდე, შევეცდებით, თამაშის დროს დაშვებულ შეცდომებზე დიდად არ გავამახვილოთ ყურადღება და ის, გასარჩებად სამწვრთნელო შტაბს დავუთმოთ. ზუროსს, გუნდთან სალაპარაკო ბევრი ექნება.


„კალათბურთი ასეთი თამაშია - არის კარგი და ცუდი მომენეტები. თუმცა, ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ ვრჩებით ერთად და ვიბრძოლებთ ერთად", - ამბობს ზუროსი მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე, რომელი ფიბა-ს ონლაინ პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს, რომლებიც დღეს გვამხნევებდნენ, შეხვედრის პირველი წუთიდან ბოლომდე. მაშინაც კი, როდესაც სურათი მოედანზე არ იყო ჩვენს სასარგებლოდ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს მხოლოდ ერთი მარცხი იყო და ცუდი სანახაობა, რაც შესაძლოა ყველას დაემართოს. მომდევნო თამაშებში, წარმატებას ვუსურვებ უკრაინის ნაკრებს", - აღნიშნა დასასრულს ზუროსმა, განსხვავებით უკრაინელტა ლატვიელი მწვრთნელისგან, რომელმაც მოგებით აჟიტირებულმა, უკრაინულ და რუსულ ენაზე კითხევბისთვის ცალკე საპრესკონფერენციო სივრცეში გადაინაცვლა (ამით ცინიკურად, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მისი აზრით, ქართველებზე და ქართულ გუნდზე „უპირატესობას"), ქართველებს კითხვა და განათლება „გვირჩია",  თანაც, ყოველგვარი სპორტული ეთიკის პრინციპი მატჩის დასრულების შემდეგაც, კიდევ ერთხელ დაივიწყა.



ფოტო: @fiba