უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა მატჩის ფინალურ სირენასთან ერთად, ქართველთა სათადარიგო სკამს უხამსი ჟესტი უჩვენა
უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა მატჩის ფინალურ სირენასთან ერთად, ქართველთა სათადარიგო სკამს უხამსი ჟესტი უჩვენა
01.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან ლატვიაში 79-66 წააგო. როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ თქვა, „კალათბურთი ასეთი თამაშია - არის კარგი და ცუდი მომენეტები. თუმცა, ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ ვრჩებით ერთად და ვიბრძოლებთ ერთად!". ამასთან ზუროსმა, უკრაინის ნაკრებს წარმატება მილოცა, განსხვავებით, უკრაინის ნაკრების ლატვიელი მთავარი მწვრთნელისგან, რომელმაც, მოგებით აჟიტირებულმა საქართველოს ნაკრებისა და ქართველების მიმსამართით დამამცირებელი გამოთქმები არ დაიშურა.

თამაშის დასრულების შემდეგ, აინარს ბაგაცკისკიმ საქართველოს სათადარიგო სკამის მიმართულებით ჟესტით „გამოიღეთ", ქართველი კალათბურთელების აღფოთება გამოიწვია. საქმის გარჩევაში, ორივე გუნდის მოთამაშეები და ქართველთა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტოც კი ჩაერთვნენ.


მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ზუროსმა მომხდარზე არ ისაუბრა. თავის მხრივ, ვითარების გამოსწორება არც ბაგაცკისკმა სცადა. უკრაინელთა თავკაცმა საკუთარ არასპორტულ, არაეთიკურ ჟესტზე  არა თუ მცირე განმარტება მაინც გააკეთა, პირიქით, ქართველებს, აქეთ შემოუტია და უწიგნურობა დააბრალა. დიდი ალბათობით, „წიგნების კითხვაში", ფიბა-ს საიტზე გამოქვეყნებული მსოფლიო შესარჩევი ეტაპების რეგლამენტი იგულისხმა, რომლის მიხედვითაც ის, შეეცადა გუნდი რაც შეიძლება ქულების მაქსიმალური რაოდენობით მოგებისთვის განეწყო. თუმცა, თავად, სრულად დაავიწყდა სპორტული ეთიკა.


ამ დეტალის შესახებ, უკრაინული მედია, ამ მომენტამდე ჩუმადაა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს უკვე მოიბოდიშა. დიდ ალბათობით, უკრაინელთა ლატვიელი თავკაცის საქციელს ფიბა-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. კიდევ უფრო დიდი ალბათობით, უკრაინის ნაკრები, რომელიც ჩრდ, მაკედონიას მოუგებს, და დღეს, უბრალოდ საქართველოს ნაკრებთან „გაუვარდათ", იგივეს გაკეთებას, ამ შემადგენლობითა და ასეთი თამაშით, ვერ შეძლებს ისლანდიის, ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ.


ჩვენ კი, მოვლენების განვითარებასა და პიველ რიგში 4 ივლისის მატჩს ველოდებით. საქართველოს ნაკრები მატჩის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში წავიდა და ხვალ, გამთენიისას, თბილისში იქნება და ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.



ფოტო: @fıba