
საქართველოს, მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს, რათა აღმოსავლეთ ევროპის ტოპ-ნაკრებებს შორის მოხვდეს. მას ისეთივე დიდი მომავალი აქვს, როგორც იაპონიის ნაკრებს, რომელიც უნიკალური თამაშის სტილით - ძლიერი პრესინგით გამოირჩევა. მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ, ამ ორმა ნაკრებმა, 9-10 ადგილებისთვის დღეს, ქულა-ქულაში იბრძოლა. მატჩის დასრულების შემდეგ, წყალბურთში მსოფლოს ჩემპიონატის ორგანიზატორი fina.org დაწერს, რომ დღეს, ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს მიღმა დარჩენილმა ორმა ნაკრებმა ერთმანეთში იბრძოლა.
„თამაში კარგად დავიწყეთ. იაპონიამ მეორე მეოთხედი დაიწყო კარგად. ჩვენ კარგად გამოგვდიოდა მეოთხე პერიოდამდე, გოლი გოლზე გაგვქონდა, თუმცა, ამაზე ფოკუსირება ვერ მოვახერხეთ. არ არის კარგი ტურნირი მარცხით დაასრულო. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთედ. მარგიტის კუნძულიდან საუკეთესო მოგონებები მიგვაქვს", - იტყვის დეიან სტანოიევჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრები ერთი ბურთით 16-15 წააგო.
საინტერესოდ განვითარდა, იმ გუნდების დაპირისპირება, რომლებსაც ცოტა დააკლდათ ¼ ფინალამდე. პირველ მეოთხედზე, რომელიც ქართველთა ნაკრების გამარჯვებით 3-6 დასრულდა, დიდი როლი შეტევებმა და გაძევებებმა ითამაშა. იაპონია იყო სწრაფი, სამაგიეროთ საქართველოს ჰყავდა კარგი მსროლელები. მეორე პერიოდში იაპონიამ, სამ წუთში ოთხი, შეხვედრის ამ მონაკვეთში კი, 7 გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს, დიდ შესვენებამდე ერთი გოლით გადაუსწრო. მეოთხედი იაპონელებმა 7-3 მოიგეს. უხვგოლიანი პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე მეოთხედში, ოთხი წუთი, ვერც ერთი გუნდი, გოლის გატანას ვერ ახერხებდა. თუმცა, მიწირულს ორივემ ორ-ორი გოლი გაიტანა. ფრედ, 4-4 დასრულდა, ბოლო მეოთხედიც, თუმცა, სტანოიევიჩის გუნდმა შეცდომების გამო, რამდენიმე კარგი შანსი და საბოლოოდ, სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატის მე-9 ადგილი გაუშვა ხელიდან.

„იაპონიამ დასაწყისიდან საფინალო სასტვენამდე ითამაშა. ჩვენ კიდევ გვეგონა, რომ თამაშს პირველ პერიოდშივე დავასრულებდით. ამან საღად აზროვნების უნარი დაგვაკარგვინა. ბოლოს, როგორც იქნა თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. კმაყოფილი ვართ, რომ არ დავნებდით. ჩვენ ვიზრდებით, როგორც გუნდი და ყველაფერი კარგად იქნება. გაგვყვება საუკეთესო მომენტები, რომელიც Hajós Alfréd არენაზე თამაშისას განვიცადეთ. სასიამოვნო იყო გადავსებული ტრიბუნების წინაშე თამაში", - ამბობს ბორის ვაპენსკი, რომელმაც აღნიშნულ მატჩში 4 გოლი გაიტანა 10 მცდელობიდან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაპენსკიმ, ყველა მატჩი, სტაბილურად, კარგად ჩაატარა.
და ბოლოს, ცოტა რამ სტატისტიკიდან, ორივე გუნდს ერთად აღებული კარის შეტევის 39 მცდელობა ჰქონდა. აქედან, 31 შემთხვევაში, მოწინააღმდეგეებმა გოლის გატანა მოახერხეს. თამაშში, მხოლოდ ერთხელ დაინიშნა პენალტი, სამაგიეროდა 29-ჯერ, გუნდებიდან მოთამაშეები გააძევეს.
ფოტო: @fina.org





ჩვენ








