ბრიუსელსა და ათენში - ახალგაზრდა ოლიმპიელთა ორი შეხვედრა
ბრიუსელსა და ათენში - ახალგაზრდა ოლიმპიელთა ორი შეხვედრა
02.07.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ორ ახალგაზრდულ საერთაშორისო ღონისძიებაში.


ბრიუსელში, ევროპის სპორტსმენთა მე-11 ფორუმზე, ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების (NOCs) სპორტსმენები და მათი  წარმომადგენლები , ახალი იდეებისა  და ძირითადი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანი NOC-ის სპორტსმენთა კომისიების დაკავშირება და  ევროპული ქსელის გაძლიერება იყო.


საქართველოდან, ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და სამთო-მოთხილამურე სოსო ჯაფარიძე.


გაიმართა ოლიმპიური სოლიდარობის, ოლიმპიური დღის წესრიგის 2020+5 და IOC სპორტსმენთა მხარდასაჭერად შემუშავებული  პროექტების პრეზენტაციები. მონაწილეებმა  ასევე მიიღეს  მხარდაჭერა Athlete 365-ის პრეზენტაციის მეშვეობით, სადაც მათ სპორტული კარიერის შემდგომ საქმიანობაში დახმარება აღუთქვეს.


საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის ორგანიზებით ათენში ჩატარდა ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 62-ე საერთაშორისო სესია. განხილვის ორი ძირითადი თემა იყო; „ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიზმი ციფრულ ეპოქაში" და ასევე „ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ციფრული ჩართულობის სტრატეგიებისა და ვირტუალური სპორტის საშუალებით".


საქართველოდან სესიას ჩვენი წარმომადგენელი გვანცა ქიქავა ესწრებოდა.