
გოგა ბითაძემ ივარჯიშა, თუმცა, მსოფლიოს 2023 წლის პირველი ჯგუფური შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩის განაცხადში ის არ არის. მისი ადგილი ქართულ სუპერლიგაში მოთამაშე, ერთ-ერთმა ყველა შედეგიანმა „ცენტრმა", ბექა ბექაურმა დაიკავა. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, რომელმაც რიგაში, ლატვიასთან მატჩში მუხლის მცირე ტრავმა მიიღო, MRI-ის ჩატარების შემდეგ, გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა, სამედიცინო გუნდის რეკომენდაციით, ხვალიდნელ თამაშში გოგას გამოყვანით გარისკვას, მისი ევრობასკეტისთვის საღად შემოახვა ჯობს.
განაცხადში არ არის არც გიორგი ცინცაძე, რომელიც ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ლატვიაში ახლდა.

„ჩვენ დავასრულეთ მომზადება ევროპის ერთ-ერთი და ჯგუფის უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ. ამ გუნდს, ჰყავს კარგი სტაფი, უდიდესი მოთამაშეები. უკრაინასთან მარცხის შემდეგ, და არა მხოლოდ წაგების, არამედ ცუდი თამაშის შემდეგ, რამაც ბევრი გააბრაზა ჩვენზე, ახლა გვმართებს კონცენტრაცია, უნდა ვაჩვენოთ რეაქცია, ბრძოლა. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვიმსახურებთ მოგებას, ვართ მებრძოლები.
ველოდებით სრულ დარბაზს, ველოდებით მხარდაჭერას, ეს არის პირველი ჩვენი თამაში ამ დარბაზში და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად წავა", - ამბობს ილიას ზუროსი ესპანელებათან მატჩამდე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, „თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) ივარჯიშა. ახალ საკალათბურთო დარბაზში, პირველი და ისიც ესპანეთი ნაკრებთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.
ესპანეთის ნაკრებმა კი, რომელმაც 4 ივლისს, ჩრდ. მაკედონიის გუნდი გაანადგურა, ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩამოიყვანა თბილისში. ხვალინდელ მატჩში, სერჟიო სკარიოლომ ევროლიგის გუნდების წარმომადგენლები, მათ შორის „რეალისა" და „ბარსელონას" კალათბურთელები არ ჩამოიყვანა. ესპანეთის ნაკრებს თბილისში ვერც NBA-ის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

სარაგოსას პრინცი ფელიპეს სახელობის დარბაზში გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ, ესპანეთში ნაკრები თბილისში, შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრა - უკანახაზელები: ფერან ბასასი (ხუვენტუდი), დარიო ბრისუელა (უნიკახა), კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი), ალბერტო დიასი (უნიკახა), ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა); ფორვარდები: ხაბერ ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია), დანი დიესი (ბურგოსი), ხონატან ბარეირო (უნიკახა), ხოელ პარა (ხუვენტუდი),მიკელ სალვო (გრან კანარია); ცენტრები: ფრან გერა (ტენერიფე), ხაიმე პადილია (ვალენსია), სებასტიან საისი (ალმარკი, იაპონია), ნკუბა სიმა (მანრესა)
„რთული იქნება, მაგრამ ეს ჩვენთვის უკეთესია. მომდევნო კვალიფიკაციაში ქულების დასაგროვებლად, საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშია. საქართველო რთული მეტოქეა, შიდა პერიმეტრზე მჭიდრო თამაშისას, ისეთი დიდებული მოთამაშეების ხარჯზე, როგორებიც შენგელია და შერმადინი არის. კიდევ ჰყავთ ბურჯანაძე და ქულები ბომბარდირი მაკფადენი. ბუნებრივია, გასვლაზე თამაშს, თავის ნაკლი ექნება. საქართველო კი, საკალათბურთო ქვეყანაა, რომელიც ევრობასკეტის სამასპინძლოდ ენთუზიაზმით ემზადება. ეს, ჩვენი გუნდისთვის ურთულესი გამოცდა იქნება, რამეთუ ჩვენ მოსაგებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოდ და ამასთან აგვისტოს თამაშებისთვის განვეწყოთ", - ამბობს სერჟიო სკარიოლო ესპანელთა ნაკრების თავკაცი.
ესპანეთის ნაკრებში იციან, რომ უკრაინასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველ რიგში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, მაქსიმუმს გააკეთებს და შეეცდება მატჩი მოიგოს. თავის მხრივ, ჩვენმა ხვალინდელმა მოწინააღმდეგემ ისიც იცის, რომ გუნდი, რომელიც მას დაუპირისპირდება, ფაქტიურად, აგვისტოში, ევრობასკეტზე, ამავე დარბაზში ამ შემადგენლობით ითამაშებს. ასე, რომ ისინი 4 ივლისის მატჩში, კბილსაც მოგვისინჯავენ და შემდეგი, უკვე ევრობასკეტის დაპირისპირებისთვის „თადარიგსაც" დაიჭერენ.
შეგახენებთ, რომ ახალ სპორტის სასახლეში, „თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) ესპანეთი ნაკრებთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტოები: @სკეფ / @Alberto Nevado / FEB





ჩვენ








