
ხვალ, 7 ივლისს, 21 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე" საქართევლოს ვიცე-ჩემპიონი, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაში დაიწყებს ასპარეხოზობას. ევორტურნირებზე მოასპარეზე ქართული კლუბებიდან ერთადერთი განთესილი კლუბი „დინამო თბილისი", ესტონურ „პაიდეს" დაუპირისპირდება. ფეხბურთის გულშემატკივარი და თავად დინამოელებიც თვლიან, რომ ქართულმა კლუბმა, ეს ბარიერი უნდა უპრობლემოდ გადალახოს. მიუხედავად იმისა, არის დღეს კლუბი მისთვის ჩვეული სტატუსით თუ არა.
„ჩვენთვის ყოველი თამაში, ყოველი ეტაპი არის გამოწვევა და სრული სერიოზულობით ვემზადებით, როგორც გუნდი, ისე მთლიანად კლუბი. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებული არიან და რა თქმა უნდა, ნერვიულობის საფუძველი არ მაქვს იმ კუთხით. არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ზემოდან ვუყუროთ. ამიტომ, მინდორზე ყველა თამაშში 100%-ით დავიხარჯებით", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი, ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, „დინამო არენაზე" გაიმართა.

ქართულმა გუნდმა მეტოქე, ვიდეო-ჩანაწერებით შეისწავლა, შესაბამისად, რეალურად მატჩში რა დახვდება, ჭიას და მის სამწვრთნელო გუნდს, ამ ეტაპზე რთულია ლაპარაკი. თუმცა, ჭიაბრიშვილი ვალდებულად თვლის, რომ „დინამომ" ეს ბარიერი უნდა გადალახოს.
„ბათუმის „დინამოსთან" თამაში ევროტურნირების წინ ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც დაგვანახა. თუმცა, არა მგონია, იქ, რომელიმე კონკრეტული რგოლის პრობლემა იყო. ვფიქრობ, რომ მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა და მეტოქემ გვაჯობა. მეკარის და მცველების შეცდომები ბოლოს ჩანს, მაგრამ იქამდე რომ მიდის საქმე, მთლიანად გუნდის ბრალია. ყველა რგოლში გაძლიერება რომ გვჭირდება, ფაქტია და ვმუშაობთ ამაზე. ვცდილობთ და ძალიან კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ იმრანი, რომელიც იდეალურ ფორმაში ჯერ არის, მაგრამ განაცხადში იქნება და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვლაზე შევიდეს", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
სხვათა შორის ირმრანმა და კობოურმა, რომელიც დიდი ალბათობით, ასევე იქნება დინამოელთა ხვალინდელი მატჩის განაცხადში, 3 ივლისს, თბილისის ზღვის ბაზაზე, „დინამო თბილისი" 2-ის შემადგენლობაში ლიგა 3-ის შეხვედრაში მიირეს მონაწილეობა. იმრანმა კი სტანდარტულიდან ლამაზი გოლიც გაიტანა.
„ბათუმის „დინამოსთან" შეხვედრაში ჩემი გუნდის მხრიდან ფსიქოლოგიური პრობლემა ვერ დავინახე. ეს იყო თამაში, რომელშიც უბრალოდ გვაჯობეს და მოგვიგეს. მომენტები, რომლებიც გამოიყენეს, რგოლებში უკეთესად გამოიყურებოდნენ, ჩვენ კი ცოტა რაღაცებში ჩამოვრჩით, მაგრამ არ მაქვს საბაბი, რომ ჩემი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ვინერვიულო. ამ ფეხბურთელების მჯერა და ვიცი, რომ შეუძლიათ ძალიან მაღალ დონეზე თამაში. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. უმჯობესია ახლა ნაკლები ვილაპარაკო და მინდორზე ჩანდეს ყველაფერი", - ამბობს ჭიაბრიშვილი და აქვე დასძენს, რომ ბათუმელთა წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი, გულშემატკივარია, რომლითაც, ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტად განებივრებულები სწორედ, შავიზღვისპირა გუნდია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი გარემო ყველგან იყოს და ჩვენ ძალიან გვჭირდება გულშემატკივარი. ზუსტად ეს გარემო არის, როდესაც გუნდს რაღაც არ გამოგდის, იმაზე მეტს გაკეთებინებს, ვიდრე შეგიძლია. ამიტომ, მოვუწოდებ ხალხს, მოვიდნენ და „დინამოს" უგულშემატკივრონ. ძალიან რთულია ფანების გარეშე შედეგის მიღწევა".
მოგვიანებით, დინამოელებმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართეს. ვარჯიში ღია იყო მედიისთვის, ტრადიციულად 15 წუთი. თუმცა, მანამდე „დინამო არენაზე" გამართულ პრეს-კონფერეციაზე, მომავალი მატჩისათვის მზადყოფნაზე, ანრი მექვაბიშვილმაც ისაურბა.

„საერთაშორისო მატჩებს ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მე ყველა თამაშს პროფესიონალურად ვუდგები და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო. ეროვნული ნაკრების თამაშზე უფრო მეტი ხალხი მოდის სტადიონზე და სხვანაირი გარემო იქმნება და ცოტა რთულია შეუჩვეველი ფეხბურთელისთვის, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ხალხი არ დადის. ვფიქრობ, გამომადგება საქართველოს ნაკრებში თამაში, რადგან იქ ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს გამოცდილება გამომადგება.ვიტყვი, რომ გულშემატკივარი მოვიდეს და გვერდში დაგვიდგეს. ფანებს უნდათ შეტევა და გოლი, ჩვენი ფილოსოფიაც ეს არის, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და ისინი გავახაროთ", - ამბობს მექვაბიშვილი, რომელმაც საკლუბო დონეზე, ევროტურნირებში გამოცდილება გასულ წელს მიიღო.
დღესვე მატჩამდე, თბილისში, „დინამო არენაზე" ივარჯიშა და ქართული მედიის კითხვებს მოწინააღმდეგე გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც უპასუხა. თბილისელთა მომავალმა მეტოქემ, როგორც ჩანს, თბილისელთა ბათუმში ჩატარებული თამაში კარგად გაანალიზა და მას „იმედგაცრუება" უწოდა, თუმცა, ეს თბილისის დინამოელთა ისტორიულ და კარგ ტრადიციას არაფრით აკნინებსო.

„განსხვავებით „დინამო თბილისისგან", რომელსაც ახალგაზრდული შემაგდნენლობის მიუხედავად, გუნდში ჰყავს სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელები, ფეხბურთელები სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან და აქვთ ევროტურნირებზე თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება, ჩვენ ვართ პატარა კლუბი, რომელიც ამ რაგნის ტურნირებზე, ცოტა ხანია ვასპარეზობთ. ჩვენც გვინდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, ამიტომ ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთული თამაში იქნება", - ამბობს კარელ ვოოლაიდი, გუნდის მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, შეხვედრა „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდებია სტადიონის სალაროებში და TKT.Ge-ზე.
ფოტო: ირაკლი ინასარიძე





ჩვენ








