
დღეს, ბათუმის „დინამომ", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩების ათვლა, შეიძლება ითქვას, წარმატებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდმა, ბრატისლავაში, ვლადიმი ვაისის „სლოვანს" პირდაპირი გაგებით ომი გაუმართა და 10 კაცის შემადგენლობით, სლოვაკეთიდან ქულის წამოღება მოახერხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტყვის: „შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ კარიერაში მქონია პლეი-ოფის მატჩები, რომლის პირველი რაუნდი ფრედ, 0-0 დასრულებულა და მომდევნო ეტაპზე გავსულვართ. ვიცოდით, რომ ბათუმელები სწრაფები იყვნენ და ბურთსაც კარგად ფლობენ, იქნებოდნენ ტაქტიკურად კარგად მომზადებულები. ასეთი მეტოქის დასამარცხებლად საჭიროა ისეთი აშკარა საგოლე მომენტების გამოყენება, როგორიც გვქონდა. დღეს ფეხბურთში ფიზიკური მდგომარეობა გადამწყვეტია და ამაში ისინი უკეთესები იყვნენ".

მეტ-ნაკლებად ორი განსხვავებული ტაიმი, სადაც ვლადიმირ ვაისის გუნდმა ოდნავ აჯობა დინამოელებს. გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, სამ მომენტში, თუმცა, მოწოდების სიმაღლეზე ბათუმელთა მეკარე, ლაზარე კუპატაძე იყო. ტაიმის მიწურულს, მამუკა კობახიძე, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ის, მინდვრიდან გააძევეს. შესაბამისად, საპასუხო მატჩში, აჭარულ გუნდს მის გარეშე მოუწევს თამაშა. თუმცა, არა მხოლოდ, 13 ივლისის შეხვედრის.
შეხვედრის მეორე ნახევარში, ბურთის ფლობისა და სახიფათო მომეტების მხრივ, სასწორი უფრო ქართული გუნდის სასარგებლოდ იყო გადმოხრილი. ამჯერად ჯოვინო ფლამარიონის და ზურიკო დავითაშვილს, სლოვაკთა მეკარემ აუღო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზევით აღვნიშნეთ, ბათუმის „დინამო" 10 კაცით დარჩა, გეგუჩაძის გუნდს ეს არ დატყობია. „დინამომ" კარის მშრალად შენახვა და მომდევნო თამაშში, სახლში, მოსაგებად, კარგი პლაცდარმი შეიქმნა.

„ველოდი, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა მხოლოდ ბათუმში გადაწყდებოდა. ვიცოდი, რომ პირველი მატჩის შემდეგ, არაფერი გადაწყდებოდა და ასეც მოხდა. მადლობელი ვარ ფეხბურთელების მიმართ, იმისთვის, რომ კარგად ითამაშეს დაცვაში მაშინ, როცა რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. კმაყოფილი ვარ, რაც დღეს გააკეთეს და მატჩის შემდეგ გასახდელში მათ მადლობა გადავუხადე", - ამბობს გია გეგუჩაძემ.

ამ მატჩის კიდევ ერთი ინტრიგა - ვლადიმირ ვაისის გუნდში, საკმაოდ ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელების სიმრავლეა. საქართველოს ნაკრების მოქმედმა და ყოფილმა კაპიტნებმა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, მოედანზე 90 წუთი გაატარეს. ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მოწინააღმდეგე გუნდში ირიცხებოდა, მისი მოედანზე გამოჩენაც მნიშვნელოვანი იყო. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ვაისის, ქართულ ნაკრებში მუშაობისას, მან, არა ერთ, სათამაშო დროის არ მქონე ფეხბურთელს „გაუმართა ხელი". ამჯერად, კი „ჩაკვეს" „სლოვანში" გადაბარგება, უპირველესად, საქართველოს ნაკრების წისქვილზე დაასხამს წყალს. თუმცა, ეს სხვა სტატიის თემაა. ამჯერად კი, „ჩაკვე" მოედანზე, 58-ე წუთზე გამოვიდა. თუმცა, ქართული კლუბის წინააღმდეგ, თავი არ გამოუჩენია.

ბათუმის „დინამოსა" და „სლოვანის" საპასუხო მატჩი 13 ივლისს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება. ბათუმის მატჩის ყველა ბილეთი კი, უკვე კარგა ხანია გაყიდულია.
ფოტო: @დინამო ბათუმი / @სლოვანი ბრატისლავა





ჩვენ








