
გიორგი აბუაშვილის შემდეგ, „დინამო თბილისის აკადემიის" კიდევ ერთი აღზრდილი, კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. 18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით, პორტუგალიური გრანდის, „სპორტინგის" რიგებში გააგრძელებს თამაშს. 2023 წლის ზაფხულში კი, ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლებც ექნება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლისაბონის „სპორტინგთან" კონტრაქტი გავაფორმე! მაქვს მოტივაცია, რომ დავეხმარო კლუბს ყველა მიზნის მიღწევაში. დიდი მადლობა „დინამო თბილისს" რაც მათ ჩემთვის გააკეთეს და ყველა იმ ადამიანს საქართველოში, ვინც მხარს მიჭერს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მენეჯრებს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ყოველთვის მაძლევდნენ, მადლობა!" - წერს პაპუნა ბერუაშვილი, პირად სოცუალურ ქსელში, სადაც ის დიდი აქტიურობით, როგორც წესი არ გამოირჩეოდა ხოლმე.
პაპუნა ბერუაშვილი „დინამო თბილისის აკადემაში" 2016 წლიდან ირიცხებოდა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეკარე 2021 წელს, „დინამო თბილისის" მთავარი გუნდის განაცხადშიც რამდენჯერმე მოხვდა.





ჩვენ








